sdoba
5/5

ფრანგული ფუნთუშები ქიშმიშით

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

0,5 კგ.მზა საფუარიანი  ფენოვანი ცომი.

საფუარიანი ფენოვანი ცომის რეცეპტი 

კრემი:

1ლიტრი რძე

300გრ.შაქარი

300 გრ.დარბილებული კარაქი

4 კვერცხის გული

50 გრ. ფქვილი

50გრ.სიმინდის სახამებელი

ვანილი

200 გრ.ქიშმიში

ან 200 გრ. გარგრის ჩირი(კურაგა)

2 კვერცხი ზემოდან  წასასმელად

მომზადების წესები :

0,5 ლ. რძე დავდგათ ცეცხლზე და შევათბოთ.

კვერცხის გულები და შაქარი ავთქვიფოთ ,შევურიოთ ფქვილი და სახამებელი.

მიღებული მასა  კარგად გავხსნათ  მორჩენილ 500 მლ. რძეში და გადავიტანოთ ოდნავ თბილ რძეში.

ვურიოთ ნელ-ნელა განუწყვეტლივ დაბალ ტემპერატურაზე ,სანამ კრემი გასქელდება.კრემი არ უნდა ადუღდეს.

ფაფა გავაცივოთ და ნელ-ნელა შევათქვიფოთ  ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.

არ დაგვავიწყდეს ვანილის დამატება.

ცომი გავაბრტყელოთ,წავუსვათ მოხარშული კრემი,მოვაყაროთ გარეცხილი,გამშრალებული ქიშმიში ან დაჭრილი  გარგრის ჩირი,გადავახვიოთ და დავჭრათ

ფუნთუშები დავჭრათ. ღუმელის ტაფაზე  დავაფინოთ ქაღალდი და გადავიტანოთ ფუნთუშები.

ფუნთუშებს ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი,გამოვაცხოთ 190 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი.

 

 

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here