ინგრედიენტები :
250 მლ.რძე
1/3 მარილი
1 ს.კოვზი ზეთი ან გაზზე გამდნარი კარაქი
160 გრ.ფქვილი
2 კვერცხი
მომზადების წესები :
რძე შევათბოთ 30 გრადუსამდე.
კვერცხი ოთახის ტემპერატურის ავთქვიფოთ, დავუმატოთ რძე,მარილი,ზეთი და შევათქვიფოთ ფქვილი
ისე რომ,კოშტები არ დაგვრჩეს.
ღუმელი გავაცხელოთ 230 გრადუსზე.
ცომი ჩავასხათ ნახევრამდე სილიკონის ფორმებში.
თუ ცომს ჩავასხამთ მაფინების გამოსაცხობ ფორმაში,მაშინ ირგვლივ და ძირზე მოვუსვათ ზეთი.
პოპოვერები გამოვაცხოთ ღუმელში 15 წუთი 200 გრადუსზე ქვედა წვაზე,შემდეგ დავუწიოთ ტემპერატურას 160 გრადუსამდე და გამოვაცხოთ კიდევ 15 წუთი ქვედა და ზედა წვაზე.თუ თქვენ გაქვთ გაზის ღუმელი,მაშინ დავუწიოთ ტემპერატურას .
პოპოვერები ფორმიდან ამოხტებიან,გავაგრილოთ ,ქუდი მოვაჭრათ და ჩავდოთ ჩვენთვის სასურველი გულსართი.
გულსართი :
200 გრ.სოკო
200 გრ.ქათმის ფილე
6 ს.კოვზი არაჟანი
2 საშუალო ზომის ხახვი
მარილი გემოვნებით
ქათმის ფილე მოვხარშოთ და კუბებად დავჭრათ.
ხახვი მოვშუშოთ სოკოსთან ერთდ .შევურიოთ ქათმის ფილე,მარილი და არაჟანი.
გულსართით ამოვავსოთ პოპოვერები.
პოპოვერებში ასევე სეგვიძლია მოვათავსოთ თევზის გულსართი.
ტკბილი გულსართი :
200 გრ.ხაჭო
4 ს.კოვზი არაჟანი
2 მწიფე ბანანი
ვანილიანი შაქრის 1 შეკვრა
4 ს.კოვზი შაქარი ,შესაძლებელია შეიცვალოს თაფლით
მარწყვი გასაფორმებლად
ინგრედიენტები ერთად დავაბლენდეროთ( მარწყვის გარდა) და გულსართი მზადაა.
ამერიკული ფუნთუშები პოპოვერები ჩავჭრათ,შევავსოთ გულსართით და გავაფორმოთ მარწყვით.