ინგრედიენტები :
1ჭიქა რძე
2 კვერცხი
9 გრ.სწრაფი საფუარი
1/2 ჭიქა
ცოტა მარილი
200 გრ.კარაქი ან მარგარინი
4-5 ჭიქა ფქვილი
გულსართი :
2 ლიმონის ცედრა + 2 ს.კოვზი ლიმონის წვენი
შაქარი (შესაძლებელია ყავისფერიც )და დარიჩინი გემოვნებით
მომზადების წესები :
შაქარი,ფქვილი, საფუარი,მარილი ერთმანეთში შევურიოთ.
თბილ რძეში ჩავყაროთ მშრალი ინგრედიენტები და მოზელვის პროცესში შევურიოთ კვერცხი და ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.დავდოთ ცომი 1 საათი თბილ ადგილას.
ამოსული ცომი ჩაზილოთ გავყოთ 2 ან 3 ნაწილად,შევახვიოთ პლასტიკში და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 5 საათი.
ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან ,გავაბრტყელოთ,წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი, ზემოდან ჯერ წავუსვათ
ლიმონის ცედრა შაქართან ერთად,შემდეგ მოვაყაროთ დარიჩინი შაქრით.ცომი გადავახვიოთ რულეტივით,დავჭრათ, დავალაგოთ ღუმელის ( არ დაგვავიწყდეს ქაღალდის დაფენა) ფირფიტაზე. გადავაფაროთ,დავასვენოთ,კიდევ რომ ამოვიდეს.
ვაცხობთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.