ინგრედიენტები ცომისათვის:
400 გრ.სიმინდის ფქვილი ან სიმინდის ფქვილში შეურიეთ პურის ფქვილი 200 გრ.სიმინდის და 200 გრ პურის ფქვილი
250 -300 მლ.ცხელი წყალი( 30 გრადუსი)
40 მლ. ზეითუნის ზეთი
მარილი
ორეგანო ან 8 გრ.დარიჩინი სურვილისამებრ
პაპრიკა და წითელი წმინდა დაფქული წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესები:
თასში ჩავყაროთ ფქვილი,მოარილი,წიწაკა,ორეგანო სურვილისამებრ,მოვასხათ ზეთი და ცხელი წყლით ცომი მოვზილოთ ჯერ კოვზითან ჩანგლით.ცომი რომ შეგრილდება, გადმოვიტანოთ დაფაზე და მოვზილოთ ხელით .
მივიღებთ მკვრივ ცომს.
ცომი გავყოთ გუნდებად.გავაბრტყელოთ 2 მმ-ის სისქეზე და დავჭრათ სამკუთხედებად.
ნაჩოსის ჩიფსები გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 10 წუთი.
სოუსი კესო:
1 ხახვი
2 კბილი ნიორი
1 წითელი წიწაკა
300 გრ. მაგარი ყველი ( ჩედარი)
1/2 ჭიქა რძე
1 ჩ.კოვზი სახამებელი
20 გრ.კარაქი
მომზადების წესები:
ხახვი,პამიდორი და წიწაკა ჩილი ნიორი დავჭრათ ცალცალკე წვრილად.
კარაქში მოვშუშოთ ხახვი,ნიორი,პამიდორი და ჩილი.
ტაფაზე მოშ უშულ პროდუქტებს დავასხათ რძე,მოვაყაროთ სახამებელი დავურიოთ შესქელებამდე,შემდეგ ჩავყაროთ გახეხილი ყველი ნელ-ნელა.თან ვურიოთ სათქვეფით.
მექსიკური ყველის სოუსი .მეორე ვერსია.
150 გრ.ყველი ჩედერი
ნახევარი ჭიქა არაჟანი
1 პატარა ბულგარული წიწაკა
1 წიწაკა ჩილი
ყველი გავხეხოთ.
წიწაკა დავჭრათ წვრილად.
ცეცხლგამძლე თასში ჩავყაროთ წიწაკა,დავასხათ არაჟანი,ჩავყაროთ ყველი და შევდოთ ღუმელში ყველის გასადნობად.გამდნარი ყველი და არაჟანი კარგად ავურიოთ.