ინგრედიენტები :
1 ჭიქა რძე
4 ს.კოვზი კარაქი
3 ჭიქა ფქვილი
9 გრ. მშრალი საფუარი
2 ს.კოვზი შაქარი
3 კვერცხის გული
მარილი
ვანილი
ზეთი
მომზადების წესები :
საფუარი გავხსნათ 1/4 თბილ რძეში,შევურიოთ 4 ს.კოვზი ფქვილი,გადავაფაროთ პლასტიკი,დავასვენოთ 30 წუთი.
ამოფუებულ ცომს დავუმატოთ დარჩენილი რძე,კვერცხის გული,ვანილი,მარილი,ფქვილი და მოვზილოთ ცომი.
ბოლოს შევაზილოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.ცომი ვზილოთ მანამდე,სანამ არ მოშორდება ხელს.
გადავაფაროთ პლასტიკი და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 1 საათი.
გავაბრტყელოთ ცომი და ჭიქით ამოვჭრათ დონატები.
თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ ქაღალდი,მოვაყაროთ ფქვილი,დავალაგოთ დონატები,ისევ გადავაფაროთ პლასტიკი და დაველოდოთ ცომის ამოსვლას.
დონატები 2 წუთით შევწვათ ორივე მხრიდან ზეთში.დონატები დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცზე.
ჭიქური:
200 გრ.შავი ან თეთრი შოკოლადი გავადნოთ, დავუმატოთ 50 მლ.რძე 50 გრ.კარაქი.თეთრ შოკოლადის ჭიქურში სი საკვები საღებავი შეგვიძლია შევურიოთ .
მიღებულ ჭიქურში ამოვავლოთ დონატები ერთი მხრიდან.