350513-ed4_thumb
5/5

უზომოთ გემრიელი ბლითები – ბერლინური ფუნთუშები.

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

100 მლ.თბილი წყალი

150 მლ.თბილი რძე

1 კვერცხი

40 გრ.შაქარი

11 გრ.საფუარი

5 გრ.მარილი

450 გრ.ფქვილი მიახლოებით

50 გრ.ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი

50 გრ.შაქრის პუდრა

ჯემი ან მოხარშული კრემი :

2 კვეცხი გული

300 მლ.ცივი რძე

30 გრ.კარაქი

60 გრ.შაქარი

30 გრ. სიმინდის სახამებელი

ვანილი

 

მომზადების წესები :

თბილი წყალი და რძე ერთმანეთში შევურიოთ, ჩავყაროთ   20 გრ. შაქარი,საფუარი.გავაჩეროთ 15 წუთი თბილ ადგილას.

გააქტიურებულ საფუარს დავუმატოთ კვერცხი, მარილი,ფქვილი და მოვზილოთ ცომი.

ცომს შევაზილოთ 50 გრ.ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი, , გადავაფაროთ პლასტიკი და დავდოთ 30 წუთი   თბილ ადგილას.

ამოფუებული ცომი გადავზილოთ.

წებოვანი და ფაფუკი ცომი სამუშაო მაგიდაზე  გადმოვიტანოთ და ზეთიანი ხელებით დავამუშაოთ დაახლოებით 10 წუთი.ცომს რაც  დიდხანს დავამუშავებთ, ნაკლებ წებოვანი ხდება.

კრემის მომზადება;

ავადუღოთ რძე.

კვერცხის გული,შაქარი,ვანილი,მარილი  შევურიოთ ერთმანეთს,სახამებელი და რამდენიმე კოვზი რძე.

ნარევს დავუმატოთ 3-4 ს.კოვზი მდუღარე რძე,მოვურიოთ( კვერცხი, რომ არ ამობრუნდეს) და ჩავასხათ   რძეში.

კრემი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე გასქელებამდე.არ დაგვავიწყდეს ,უნდა ვურიოთ სწრაფად და შეუჩერებლად.

მოხარშული კრემი ცეცხლიდან გადმოვდგათ და  ცხელშივე ჩავაგდოთ 30 გრ.ნაღების კარაქი.

სამუშაო მაგიდას მოვაყაროთ ფქვილი.

ცომი გავაბრტყელოთ,ამოვჭრათ 1 სმ-ის სისქის რგოლები და გავაჩეროთ  ასაფუებლად.

დავაწყოთ ფქვილმოყრილ ხის დაფაზე.

გადავაფაროთ პლასტიკი და გავაჩეროთ ასაფუებლად.

ფუნთუშები შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან..დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცზე.

შემწვარ ფუნთუშებს ირგვლივ შუაში დაყვება თეთრი ფერის ზოლი.დანით გავჭრათ შუაში ,  ჩავდოთ მასში ჩვენთვის სასურველი გულსართი.

გულსართი შეგვიძლია მოვათავსოთ კულინარიული შპრიცითაც .

ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here