Без названия (22)
5/5

მჟაუნას წვნიანი – ქართული საგაზაფხულო კერძი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

1 კგ ძვლიანი ხორცი

2 კონა მჟაუნა

2 თავი ხახვი

4 კარტოფილი

2 სტაფილო

2- 3 ს.კოვზი შვრია

ქინძი,კამა,ოხრახურში,მწვანე ხახვი

მარილი გემოვნებით

არაჟანი ან სამარხვო მაიონეზი

 

მომზადების წესები:

ხორცი მოვხარშოთ ,გავაცალოთ ძვალი,დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად.

ცალკე ქვაბში ჩავყაროთ ხორცი,წვრილად დაჭრილი ხახვი ,გახეხილი სტაფილო ,დავასხათ 1-2 ს.კოვზი ზეთი და ერთად მოვშუშოთ. დავასხათ ბულიონი ან წყალი, ჩავყაოთ 4-ად გაჭრილი კარტოფილი და ვხარშოთ 5 წუთი.

კერძს დავუმატოთ  წვილად დაჭრილი მჟაუნა და ვხარშოთ 15 წუთი” სიმჟავის” გამოსვლამდე.შემდეგ დავუმატოთ მარილი.

კერძის მომზადებამდე 2-3 წუთით  ადრე ჩავყაროთ შვრია,წვრილად დაწრილი მწვანილები.

წვნიანი დიდხანს არ ვხარშოთ,რომ მწვანილებმა ფერი არ შეიცვალოს.

უგემრიელესი წვნიანი მივირთვათ არაჟანთან ერთად.

იგივე წესით შეგვიძლია, მოვამზადოთ უხორცოთ მჟაუნას სამარხვო წვნიანი.

თუ მარხვაზე ვართ, არაჟანი შევცვალოთ სამარხვო მაიონეზით.

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი მჟაუნას წვნიანს ამზადებს ისპანახისა და მჟაუნას ფოთლებით.ამ შემთხვევაში 1 დიდი ზომის ისპანახს უმატებენ 6 კონა მჟაუნას. ასევე  ამ დროს ინგრედიენტებად გამოიყენება: 2 კონა მწვანე ხახვი და 2 თავი ხახვი,6-7 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი.თუ მარხვაზე არ ვართ,მივირთვათ არაჟანთან და მოხარშულ კვერცხთან ერთად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here