ინგრედიენტები:
150 მლ.რძე
1 ს.კოვზი შაქარი
2 ჩ.კოვზი საფუარი
150-200 გრ. ფქვილი
3 კვერცხი
100 გრ.კარაქი
70 გრ.ქიშმიში
70 გრ.ცუკატები
1/4 ჩ.კოვზი დარიჩინი
1/4 ჩ.კოვზი ილი
1/4 ჩ.კოვზი მუსკატის კაკალი
1 ჩ.კოვზი კონიაკი
მომზადების წესები :
თბილ რძეში გავხსნათ შაქარი და საფუარი,გავაჩეროთ 15 წუთი თბილ ადგილას.
შემდეგ შევურიოთ 3 0 გრ. ფქვილი,მივიღებთ თხევად მასას და გავაჩეროთ თბილად რამდენიმე საათი, სანამ მასა არ გაორმაგდება.
3 კვერცხის გულისა და შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი – მოგლი.
3 კვერცხის ცილა კი შევინახოთ მაცივარში.
საფუარიან მასას შევურიოთ გოგლი მოგლი,ნელ-ნელა შევურიოთ 180 გრ.ფქვილი, 1 შეკვრა შაქრიანი ვანილი .
ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა მწიკ მარილთან ერთად და ულუფებად შევურიოთ ცომს.შემდეგ დავუმატოთ ნახევარი ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა წვენთან ერთად და 1 ჩ. კოვზი კონიაკი.
თასს გადავაფაროთ ტილო,დავდოთ თბილ ადგილას 4 საათი.ცომს შევაზილოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული 100 გრ.კარაქი და შევურიოთ კონიაკში დარბილებული 70 გრ.შავი ქიშმიში,70 გრ.ცუკატები ,1/4 ჩ.კოვზი დარიჩინი,1/4 ჩ.კოვზი ილი,1/4 ჩ.კოვზი მუსკატის კაკალი.
ქაღალდის ფორმებს წავუსვათ ზეთი,ჩავდოთ პასკის ცომი 1/3 ზე,დავაცადოთ ცომს ამოსვლა და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 40-50 წუთი.
რჩევა:ცუკატებსა და ქიშმიშს წინა ღამით დავასხათ 2 ს.კ თბილ წყალსა და კონიაკის ნაზავი.
ცომი უნდა იყოს თხელი და საფუარი გავუკეთოთ ცოტა,რომ კულიჩი გამოგვივიდეს გემრიელი,ჰაეროვანი და ნოტიო.