domashnij-salat-cezar-s-klassicheskim-sousom
5/5

სალათი “ცეზარი”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

სალათი

400 გრ.ქათმის ფილე

1 შეკვრა სალათის ფურცელი

400 გრ.პამიდორი ჩერი

100 გრ.ყველი

1/2 ბატონი პური

2 კბილი ნიორი

3 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი

1 ს.კოვზი ლიმონის წვენი

დანის წვერი შაქარი

მარილი

მომზადების წესები :

2 კბილი ნიორი დავჭყლიტოთ . შევურიოთ 2 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი   და

2 ს.კოვზ სოიოს სოუსი,მოვაყაროთ მარილი და მასში მოვათავსოთ ქათმის ფილე.

თეთრი პური კუბებად  დავჭრათ.

1 ს.კოვზ ლიმონის წვენში გავხსნათ დანის წვერით შაქარი და მოვასხუროთ პურის ნაჭრებს.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი,დავყაროთ პურის კუბები და შევდოთ ღუმელში 180 გრადუსზე 10-15 წუთი.

ზეითუნის ზეთში ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი,დავასხათ ტაფაზე და 10 -15 წამის შემდეგ დავაყრით პურის კრუტონებს,მოვურევთ ხის კოვზით და გადავიტანთ ცალკე თეფშზე.

კრუტონებს გაუჯდებათ ნივრისა და ზეითუნის ზეთის არომატი.

ფილე ამოვიღოთ მარინადიდან,შევამშრალოთ,მოვაყაროთ მარილი.

ტაფაზე დავასხათ ზეთი,3-3 წუთი ორივე მხრიდან შევწვათ ქათმის ფილე.

დავჭრათ გრძელ ნაჭრებად.

ფოლგაზე დავდოთ 10 გრ.კარაქი,დავდოთ  ნაჭრებად დაჭრილი ქათმის ფილე,მოვაყაროთ მარილი,შევახვიოთ,ისე როგორც ვარენიკი, მოვათავსოთ ღუმელის ტაფაზე და 150 გრადუსზე შევწვათ 20 წუთი.

სალათის ფურცლები მოვათავსოთ 20 წუთი წყალში, დავტეხოთ, მოვასხათ სოუსი ცეზარი.

1 საშუალო ზომის თეფშზე ავაწყოთ 1 პორცია სალათი.

თეფშის შუაში დავდოთ სალათის ფურცლები,მოვაყაროთ 5-8 კრუტონი,დავდოთ 5 ნაჭერი ფილე.

სურვილისამებრ ირგვლივ მოვუწყოთ პამიდორი ჩერი ან ყველი პარმეზანის 5 თხელი ფირფიტა.

სოუსი ცეზარის ინგრედიენტები და  მომზადების წესები  :

2 კვერცხი

60 მლ ზეითუნის ზეთი

2 კბილი ნიორი

2 ჩ.კოვზი მდოგვი

3 ს.კოვზი ლიმონის წვენი

50 გრ.ყველი პარმეზანი

მარილი

3 ანჩოუსი

მზა ინგლისური ,იგივე

 ვუსტერსული  სოუსი(1 ჩ.კოვზი)

 

სოუსი ცეზარის მოსამზადებლად აუცილებელია ,კვერცხი იყოს ოთახის ტემპერატურის.

კლასიკურ რეცეპტში უმატებენ ანჩოუს და ვუსტერსკის სოუსს.თუ ეს ინგრედიენტები  არ გვაქვს, მოვამზადოთ მათ   გარეშე.

2 კვერცხი 1 წუთი ჩავდოთ მდუღარე წყალში,ამოვიღოთ 10 წუთი გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე.

ნიორი გავატაროთ,პარმეზანი წვრილ სახეხზე გავხეხოთ.

ბლენდერის ჭიქაში ჩავდოთ კვერცხის გული ,ანჩოუსი,ნიორი,მდოგვი მოვაყაროთ მარილი,ჩავასხათ  ლიმონის წვენი, დავაბლენდეროთ.

შემდეგ ჩავყაროთ გახეხილი პარმეზანი.

დავასხათ ზეითუნის ზეთი,ვუსტერსული სოუსი  და 2-3 წუთი დავაბლენდეროთ.

სოუსი “ცეზარი “მზად არის!

 

 

 

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here