ინგრედიენტები :
500 გრ.ფქვილი
225 მლ წყალი
1 პატარა თავი ხახვი( საიდუმლო ინგრედიენტი)
1 ჩ.კოვზი
გულსართი:
175გრ საქონლისა და 125 გრ.ღორის ხორცის შერეული ფარში
1 თავი ხახვი
1/4 ჩ.კოვზი ძირა
1/4 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი
2 ჩ.კოვზი მარილი
წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესები :
2 ხახვი გავხეხოთ და 1ს.კოვზი გახეხილი ხახვი გამოვწუროთ.
წვენი შევინახოთ.
გაცრილ ფქვილს მოვაყაროთ მარილი,დავასხათ წყალი და 1 ს.კოვზი ხახვის წვენი.მოვზილოთ ცომი.ხახვი წვენი ჩებურეკს აძლევს კარგ ოქროსფერს და კანი ხდება კნატუნა.
ცომი შევახვიოთ საკვების შესაფუთ პარკში და გავაჩეროთ 2 საათი ოთახის ტემპერატურაზე.
ფარშს დავუმატოთ გახეხილი ხახვი,სანელებლები.
ცომი დავყოთ 50 გრამიან გუნდებად. ფქვილიან ზედაპირზე ისე გავაბრტყელოთ,რომ მიიღოს მგვრალი ფორმა.
ცომის თითოეულ ფირფიტაზე მოვათვსოთ ფარში, გადავკეცოთ და კიდეები
შემოვაჭრათ ან ჩანგლის კბილებით დავაწვეთ.
ღრმა ტაფაში ჩავასხათ ზეთი იმდენი,რომ ჩებურეკი დაიფაროს,შევწვათ
ორივე მხრიდან.