ინგრედიენტები :
8 საქონლის ხორცის ფილე
1 წითელი ბულგარული
1 მწვანე ბულგარული
1 ცუკინი (იგივე ყაბაყი,სხვა სახეობა)
1 ხახვი
8 ცალი სოკო შამპინიონი სურვილისამებრ
ზეითუნის ზეთი
მომზადების წესები :
საქონლის ხორცის ფილე მსუბუქად დავბეგვოთ,ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.
ბოსტნეული დავჭრათ წვრილად და გრძლად ,დავამარილოთ,მოვაყაროთ წიწაკა.
ტაფზე მოვასხათ ზეთი,2 ს. კ წყალი და ბოსტნეული ოდნავ მოვშოშოთ.
მოშუშული ბოსტნეული შევახვიოთ ხორცის ნაჭრებში.რულეტები შევწვათ გრილის ტაფაზე 2 წუთი ორივე მხრიდან,შემდეგ ტაფას დავახუროთ თავზე და გავაგრძელოთ რულეტების მომზადება.
0