ინგრედიენტები :
1,5 საქონლის ხორცი(უძვლო)
1 ნაჭერი თეთრი პური
2 ჩ.კოვზი მდოგვი
1 ბოთლი მუქი ლუდი
3 ხახვი
30 გრ.კარაქი
2 დაფნის ფოთოლი
მარილი,წიწაკა,ზეთი
მომზადების წესები ;
თუჯის ქვაბში ჩავაგდოთ კარაქი,ჩავასხათ ზეთი და ჩავაწყოთ ხორცის ნაჭრები.შევწვათ ხორცი მაღალ ტემპერატურაზე ყველა მხრიდან.
ცალკე ტაფაზე მოვშუშოთ ხახვი.
შემწვარ ხორცს დავუწიოთ ცეცხლი,დავაყაროთ მოშუშული ხახვი , მოვაყაროთ მარილი,წიწაკა,ჩავდოთ დაფნის ფოთოლი , პურის ნაჭერი,რომელზეც წასმული არის მდოგვი,დავასხათ ლუდი ,დავახუროთ თავსახური და კერძი მოვამზადოთ ხორცის დარბილებამდე.
0