ინგრედიენტები :
150 გრ.შავი შოკოლადი 70%
200 გრ.შაქარი
70 გრ.ფქვილი
2 კვერცხი
170 გრ.კარაქი
100 გრ.თხილი ან ნიგოზი
მწიკვი მარილი
მომზადების წესები :
შოკოლადი და კარაქი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე.
კვერცხისაგან და შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი, შევურიოთ შოკოლადის მასაში.
ნარევს შევურიოთ ფქვილი და მარილი.
თხილი მოვხალოთ ტაფაზე, გავაგრილოთ, მსუბუქათ დავაბლენდეროთ,ცომში შევურიოთ.
ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,წავუსვათ ცხიმი,ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი.ნამცხვარი გამოდის სველი,თითქოს ჩავარდნილია. ცხელი ბრაუნი მივირთვათ ნაყინთან ერთად
0