m_main_steaks_restaurants_moscow_posta-magazine
5/5

სტეიკი და ბიფშტექსი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

300-400 გრამი სტეიკის ნაჭერი

მარილი,პილპილი

1-2  ს.კოვზი ლიმონის წვენი

1 პატარა ტოტი როზმარინი( ან ორეგანო)

1-2 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი

 

მომზადების წესები :

სტეიკის ნაჭრის სისქე უნდა იყოს 2,5 სმ-ი.

ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ,გარდა მარილისა და წავუსვათ ხორცის ნაჭერს.შევდოთ მაცივარში რამოდენიმე საათი.

შეწვის წინ სტეიკი შევათბოთ ოთახის ტემპერატურამდე,რომ ტაფის ტემპერატურა არ დავარდეს.

სტეიკის ტაფა ძალიან გავახუროთ მშრალად. ხორცის  სასტეიკე  ნაჭერს  მოვაყაროთ  მარილი  ორივე  მხრიდან და  დავდოთ გახურებულ ტაფაზე, სტეიკი 2-3 წუთი ,საშუალოზე მაღალ ცეცხლზე, ერთ მხარეს შევწვათ, შემდეგ ცეცხლს საშუალოზე დავუწიოთ და მეორე მხარესაც შევწვათ 2-3 წუთი.

ანუ სწორად დაყენებულ ტემპერატურაზე, სტეიკის შეწვის დონეა medium-ი. თითის დაჭერისას ხორცი უნდა იყოს რბილი.

რაც მეტად დიდხანს ვწვავთ ხორცს, მეტად გამაგრდება.

Rare (სისხლიანი) = 120° F (48.8° C) -1 წუთი ვწვავთ ორივე მხრიდან.

Medium rare (ოდნავ  შემწვარი) =130° F (54.4° C)  -2 წუთი ვწვავთ ორივე მხრიდან.

Medium (საშუალოდ შემწვარი) = 140° F (60° C)  -2- 2,5 წუთი ვწვავთ ორივე მხრიდან.

Medium well (თითქმის შემწვარი) = 150° F (65.5° C)  3-3,5 წუთი ვწვავთ ორივე მხრიდან.

Well done (შემწვარი) = 160° F (71.1° C) – 4,5-5 წუთი ვწვავთ ორივე მხრიდან.

სტეიკი შეწვის შემდეგ ცოტა ხანი “დავასვენოთ”,რომ  წვენი თანაბრად გაიშალოს ,გაჯდეს ხორცის ნაჭერში.ზოგიერთი დიასახლისი სტეიკს ფოლგაში ახვევს. და აჩერებს რამოდენიმე წუთი.

ამის შემდეგ სტეიკი შეგვიძლია მივირთვათ გარნირთან ერთად.

ბიფშტექსი სტეიკის სახეობაა.

მისი მომზადება შეიძლება დაკეპილი ხორცითაც.

ხშირად ბიფშტექს მიირთმევენ ერბო-კვერცხთან ერთად.

200 გრამი წვრილად დაჭრილი ხახვი( მოვაყაროთ მარილი) შევურიოთ500 გრ.დაკეპილ საქონლის ხორცს ( ბეჭი). ხახვი არ უნდა იყოს ნაკლები,რომ ბიფშტექსი გამოვიდეს წვნიანი,თუ  ხახვს მეტს დავუმატებთ ხორცი შეწვისას დაიშლება.ფარში ვზილოთ 10 წუთი.დავამზადოთ 8 სმ დიამეტრის ბიფსტექსები და ერბოში  შევწვათ ორივე მხრიდან ტაფაზე  4-4 წუთი.

შეწვისას მსუბუქად დავაწვეთ  ასაღები კოვზის ბრტყელი ზედაპირით,რომ ფორმა არ შეიცვალოს.

4 კვერცხისაგან შევწვათ ერბო-კვერცხი და მოვათავსოთ ბიფშტექსზე.

 

1+

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here