ინგრედიენტები :
750 გრ. საქონლის ხორცის სუკი
450 გრ.შამპინიონი
150 გრ.ბეკონი
40 მლ.მდოგვი
500 მლ.მაწონი ან კეფირი
2 კვერცხი
40 მლ.ზეითუნის ზეთი
2 ტოტი ქონდარი
2 ტოტი როზმარინი
10 გრ.მარილი
4 გრ.შავი დაფქული წიწაკა
1 კგ მზა ფენოვანი ცომი
ცომისათვის :
530 გრ.ფქვილი
1 კვერცხი
200 მლ. წყალი
200 გრ. კარაქი
2 გრ. მარილი
20 მლ. ვაშლის ძმარი
მომზადების წესები :
ძროხის ხორცის რბილობს ავაცილოთ ძარღვები,ჩავჭრათ რამდენიმე ადგილას,დავასხათ მაწონი და გავაჩეროთ 30-40 წუთი.
სოკო დავაბლენდეროთ და პიურე ტაფაზე მოვშუშოთ,გადავიტანოთ თასში,მოვაყაროთ მარილი,შავი დაფქული წიწაკა.
ხორცი ამოვიღოთ მაწვნიდან,გავამშრალოთ და ძაფით შევკრათ ისე,რომ მიიღოს ბატონი პურის ფორმა.
მეორე ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი,ჩავდოთ შიგნით ქონდარი , როზმარინი .როგორც კი მწვანილების სუნს შევიგრძნობთ,ამოვიღოთ ზეთიდან და იმავე გახურებულ ტაფაზე ,საშუალოზე მაღალ ცეცხლზე,ზეთში შევწვათ ძროხის ხორცი( ძაფი არ მოვაშოროთ) ყველა მხრიდან.
მოვამზადოთ მეორე მარინადი:მდოგვში შევურიოთ მარილი,შავი დაფქული წიწაკა.ხორცს ძაფი მოვხსნათ და მარინადი კარგად შევაზილოთ ყველა მხრიდან.
საკვების შესაფუთ ცელოფანზე დავალაგოთ ბეკონი,ზემოდან წავუსვათ სოკოს პიურე,დავდოთ ხორცის ნაჭერი და გადავახვიოთ.
რულეტი 1 საათი შევდოთ მაცივარში.რულეტს მოვხსნათ ცელოფანი და შევახვიოთ ფენოვან ცომში. ცომს ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი.
ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი, დავდოთ ველინგტონი გადაკეცილით ქვემოთ და შევინახოთ 15 წუთი საყინულეში.
გამოვაცხოთ ველინგტონი 180-200 გრადუსზე 35-40 წუთი.
.
წყარო: gastronom.ru