ინგრედიენტები :
500 გრ.საქონლის ხორცი ან ქათმის ხორცი
375 მლ.რძე
1 კვერცხი
60 გრ.სახამებელი
25 გრ.მანანის ბურღული
4 გრ.შაქარი
10 გრ.მარილი
3 კბილი ნიორი
2 გრ.შავი დაფქული წიწაკა
1,5 გრ.ხმელი ქინძი
1,5 გრ.ილი
1,5 გრ.მუსკატის კაკალი
20 მლ.ზეთი
მომზადების წესები :
ძროხის ხორცი გავატაროთ ,დავასხათ რძე და 2-3 წუთი დავაბლენდეროთ.
დავუმატოთ ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები და კვლავ 2-3 წუთი დავაბლენდროთ .
ავიღოთ 3-4 ჭიქა,წავუსვათ ზეთი,4/5 ამოვავსოთ ფარშით.ჭიქით მაგიდაზე 3-4 -ჯერ დავაკაკუნოთ,შემოვახვიოთ საკვების შესაფუთი ცელოფანი.
დიდი ქვაბი ნახევრამდე შევავსოთ წყლით,ფსკერზე ტილო დავაფინოთ,თბილ წყალში ჩავაწყოთ ჭიქები ავადუღოთ,
შემდეგ თავზე დავაფაროთ 40 წუთი ნელ ცეცხლზე მოვხარშოთ.
ძეხვი გადმოვიღოთ მაშინ,როცა ჭიქები გაგრილდება.დავჭრათ და გემრიელად მივირთვათ.
ძეხვის მომზადებისას ფარშს ,შეგვიძლია ,დავუმატოთ ჩვენთვის სასურველი ინგრდიენტები: სოკო,წიწაკა,მწვანილი და ა.შ.
რჩევა: თუ გვინდა ძეხვი ვარდისფერი გამოვიდეს,დავუმატოთ 1 ს.კოვზი ჭარხლის წვენი.