ინგრედიენტები :
500 გრ.ღვიძლი
1 წითელი ბულგარული
1 წითელი მწარე წიწაკა
1 ხახვი
500 გრ. შავი ყურძენი
ან 300 გრ. თეთრი ყურძენი და 200 გრ.ჟოლო
40 გრ.ზეთი
40 მლ.კონიაკი
5 გრ.მარილი
3 გრ.დაფქული შავი წიწაკა
მომზადების წესები :
ღვიძლი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებათ და შევწვათ ტაფაზე.
შეწვისას მოვაყაროთ მარილი და შავი დაფქული წიწაკა.
შემწვარი ღვიძლი ცალკე გადავიტანოთ თეფშზე.
იმავე ტაფაზე ზეთში ერთად მოვშუშოთ მსხვილად და გრძლად დაჭრილი ბულგარული და ხახვი.
ბოსტნეულს შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი წითელი მწარე წიწაკა.
შავი ყურძნის მარლცვლები მარლაში გავწუროთ.დაახლოებით უნდა გამოგვივიდეს 70-100 მლ წვენი ან მარლაში გავწუროთ თეთრი ყურძნისა და ჟოლოს მარცვლები.
ღვიძლი გადავიტანოთ ისევ ტაფაში, დავასხათ ყურძნის წვენი,დავაყაროთ მოშუშული ბოსტნეული,მოვასხათ კონიაკი,ტაფას თავზე დავახუროთ და მოვშუშოთ 3-4 წუთი დაბალ ცეცხლზე.
კერძი გადავიტანოთ ყაზანის (თუჯის ) ქვაბში,მოვაყაროთ შუაზე გაჭრილი ყურძნის მარცვლები და 180 გრადუსზე შევდოთ ღუმელში 10 წუთით.
მზა კერძი შეგვიძლია გადავიტანოთ კეცზე.