Без названия (18)
5/5

ნამცხვარი ციყვი თუ სინაზე – საბჭოთა რეცეპტი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

5 კვერცხი

1,5 ჭიქა შაქარი

200 გრ.კარაქი

5 ს.კოვზი მაწონი

1 ჩ.კოვზი სოდა ძმრით

2.5 ჭიქა ფქვილი

ცოტა მარილი,1 ცალი ფორთოხლის ან ლიმონის გახეხილი კანი

კრემი :

1ლიტრი რძე

300გრ.შაქარი

300 გრ.დარბილებული კარაქი

4 კვერცხის გული

50 გრ. ფქვილი

50გრ.სიმინდის სახამებელი

ვანილი

მომზადების წესები :

5 კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად,შევათქვიფოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი,დავუმატოთ მაწონი,სოდა ძმრით,მარილი,ლიმონის ცედრა და ბოლოს შევათქვიფოთ ფქვილი.

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ ცხიმწასმული საცხობი ქაღალდი,დავასხათ ცომი და გამოვაცხოთ ღუმელში.

ბისკვიტი ჭიქით დავჭრათ,დარჩენილი ნაკუწები დავფშვნათ,ნამცხვარზე მოსაყრელად.

მოვამზადოთ მოხარშული კრემი.

0,5 ლ. რძე დავდგათ ცეცხლზე და შევათბოთ.

კვერცხის გულები და შაქარი ავთქვიფოთ ,შევურიოთ ფქვილი და სახამებელი.

მიღებული მასა  კარგად გავხსნათ  მორჩენილ 500 მლ. რძეში და გადავიტანოთ ოდნავ თბილ რძეში. ვურიოთ ნელ-ნელა განუწყვეტლივ დაბალ ტემპერატურაზე ,სანამ კრემი გასქელდება.კრემი არ უნდა ადუღდეს.

ფაფა გავაცივოთ და ნელ-ნელა შევათქვიფოთ  ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.

არ დაგვავიწყდეს ვანილის დამატება.

ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, წავუსვათ კრემი და შევაერთოთ. ნამცხვარს კრემი წავუსვათ გვერდებზეც და ზემოდანაც და მოვაყაროთ ნაფშვენები.

 

 

 

 

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here