ინგრედიენტები :
700 გრ. ძროხის,ხბოს ან ღორის ღვიძლი
2 კვერცხი
40 მლ რძე ან წყალი
1,5-2 ჭიქა საფანელი
1/2 ჭიქა ფქვილი
ზეთი შესაწვავად
მარილი,წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესები :
ღვიძლი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.
ავიღოთ 3 თასი. ერთში ჩავყროთ ფქვილი,მეორეში ავთქვიფოთ კვერცხი და მასში შევურიოთ წყალი ან რძე, მესამეში ჩავყაროთ საფანელი.
ღვიძლი ამოვსვაროთ თანმიმდევრობით ჯერ ფქვილში,შემდეგ კვერცხში და ბოლოს საფანელში.
ღვიძლი შევწვათ ზეთიან ტაფაზე.
0