ინგრედიენტები :
600 გრ.სტაფილო
300 გრ.ღვიძლი
250 მლ.რძე
2 კვერცხი
1 ხახვი
5 კბილი ნიორი
10 გრ.მარილი
125 გრ.ფქვილი
2 გრ.ხმელი ქინძი
100 მლ. ზეთი შესაწვავად
2 გრ. შავი დაფქული წიწაკა
მომზადების წესები :
ხახვი დავჭრათ წვრილად.
წვრილად გავხეხოთ ნიორი.
ცალკე ტაფაზე ზეთში მოვშუშოთ ხახვი და ნიორი.
თასში ჩავდოთ ღვიძლი,მოვაყაროთ ნახ. ჩ.კოვზი მარილი,2 ს.კოვზი ( 50 გრ.) ფქვილი, მოვურიოთ და მეორე ტაფაზე გახურებულ ზეთში 3-3 წუთით ორივე მხრიდან ნახევრად შევწვათ. ღვიძლი გავაგრილოთ და დავჭრათ.შევურიოთ ნახევარი მოშუშული ხახვი და ნიორი.
გარეცხილი,გასუფთავებული სტაფილო გავხეხოთ წვრილ სახეხზე, დავასხათ რძე ,ამოვურიოთ და გავაჩეროთ დაახლოებით 20-25 წუთი და შემდეგ მარლაში გავწუროთ .სტაფილოს შევურიოთ კვერცხი, 2 სკოვზი ფქვილი მარილი , ნახ.ჩ.კოვზი შავი წიწაკა და ნახევარი მოშუშული ხახვი და ნიორი.
სტაფილოს ცომში შევახვიოთ ღვიძლის გულსართი ,ისე რომ მივცეთ კატლეტის ფორმა .
კატლეტები ტაფაზე 5-5 წუთი შევწვათ ორივე მხრიდან ზეთში.