ინგრედიენტები :
1 კგ შერეული ხორცის ფარში
200 გრ.ყველი სულგუნი
1/2 თავი ხახვი
2 კბილი ნიორი
5 გრ.ქინძი
მარილი გემოვნებით
მომზადების წესები :
ფარში გავატაროთ ორჯერ,დავუმატოთ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი,ქინძი,
გახეხილი ნიორი,ძირა,მარილი .
ფარშში შევახვიოთ ყველი,მივცეთ კატლეტის ფორმა, ტაფაზე გახურებულ ზეთში შევწვათ 3-3 წუთი ორივე მხრიდან ტაფაზე, ცეცხლს დავუწიოთ ,მოვასხათ ცოტა წყალი,დავახუროთ თავზე და შევწვათ.
მეორე ვერსია :
300 გრ.ქათმის ფილე
70 გრ.ყველი სულგუნი
2 ნაჭერი თეთრი პური ( 50 გრ)
1 პატარა თავი ხახვი
1/2 ჭიქა რძე
1 კვერცხი
მარილი,წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესები :
ქათმის ფილე,რძეში დამბალი და გაწურული პური,ხახვი გავატაროთ ხორცსაკეპში, შევურიოთ კვერცხი,მარილი,წიწაკა.
ყველი დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად.
ფარშში შევახვიოთ ყველი,მივცეთ კატლეტის ფორმა,ამოვსვაროთ საფანელში და შევწვათ 5-5 წუთი ორივე მხრიდან ტაფაზე ზეთში. შემდეგ ტაფას თავსახური დავაფაროთ და დაბალ ცეცხლზე გავაგრძელოთ კატლეტების მომზადება .