ინგრედიენტები :
500 გრ.სოკო
2 თავი ხახვი
2 სტაფილო
2 კარტოფილი
ნახ.ჭიქა ბრინჯი
1 კონა ოხრახურში
1 კონა კამა
მარილი,პილპილო გემოვნებით
მომზადების წესები :
წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში, დავამატოთ ჯერ გრძლად დაჭრილი სტაფილო და 2 წუთის შემდეგ სოკო.
დავასხათ 3 ლიტრა წყალი,დავახუროთ ქვაბს თავსახური და ვხარშოთ დაახლოებით 25-30 წუთი.
ჩავამატოთ მარილი,პილპილი,ბრინჯი.დაახლოებით 5 წუთის შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კარტოფილი,მარილი და პილპილი გემოვნებით .კერძი დაბალ ცეცხლზე მოვამზადოთ .
წვნიანს დავაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
რჩევა წვნიანი შეიძლება მომზადდეს სტაფილოს გარეშე ან სურვილისამებრ დავუმატოთ ტომატ-პასტა.
0