1111111111111111111111111111111

ტორტი ”სპილოს ცრემლები”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

ინგრედიენტები:

3 კვერცი

150 გრ.შაქარი

2 ს.კოვზი თაფლი

120 გრ.ფქვილი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

2 ს.კოვზი კაკაო

 

კრემი:

500 მლ 33% არაჟანი

120 გრ.შაქრის პუდრა

2-3 ცალი ბანანი

 

შოკოლადის მინანქარი:

3 ს.კოვზი კაკაო

6 ს.კოვზი შაქარი

3 ს.კოვზი ნაღები

1 ს.კოვზი სახამებელი

2 ს.კოვზი წყალი

25-30 გრ.კარაქი.

 

 

ჯერ მოვამზადოთ ბისკვიტი.

მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ.

კვერცხი ავთქვიფოთ,დავუმატოთ თაფლი და შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები.

ღუმელის ფირფიტაზე დავაფინოთ ქაღალდი, წავუსვათ ცხიმი, ცომი დავასხათ ,

გამოვაცხოთ 190 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 15 წუთი.

 

ცხელ  ბისკვიტის ფირფიტაზე  შუაში დავდოთ ცომის გასბრტყელებელი, გადავახვიოთ და ასე გავაგრილოთ.

 

 

კრემი

არაჟანი ავთქვიფოთ შაქრის პუდრასთან ერთად.

 

მინანქარი

მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ,დავასხათ წყალი,ნაღები,

მოვადუღოთ ორთქლის აბაზანაზე. მინანაქარში ბოლოს  ჩავაგდოთ კარაქი.

 

ბისკვიტის ფირფიტას წავუსვათ კრემი,შუაში დავალაგოთ ბანანი,გადავახვიოთ რულეტის მსგავსად ქაღალდის დახმარებით  ,წავუსვათ ზემოდან მინანქარი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ასევე ნახეთ

ქლიავის ლიქიორი

ინგრედიენტები: 1 კგ.  ძალიან მწიფე ქლიავი 0,5 მლ.არაყი 200 გრ.შაქარი 1 ფორთოხალი   1 ფორთოხლისგან მოვამზადოთ ცედრა,მოვაშოროთ თეთრი ქერქი და დავჭრათ კუბებად. ქლიავი  არ ირეცხება.

ხილის ნაყინი

ინგრედიენტები 160 გრ.მარწყვი ან შერეული კენკროვანი 250 მლ.ნაღები(35%) 3 კვერცხი 200 გრ.შაქარი ხილი დავაბლენდეროთ. ნაღები ჩავასხათ ალუმინის ქვაბში,შემოვდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე,ვურიოთ შეუჩერებლად, შევურიოთ 3 კვერცხის

როგორ დავიცვათ ბავშვი ულტრაიისფერი(UV) გამოსხივებისაგან

კანის კიბოს უმრავლესი შემთხვევები შეგვიძლია თავიდან ავიშოროთ,თუ ბავშვებს და მოზრდილებს( ასევე ზრდასრული ადამიანებიც) დავიცავთ ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან. მზის სხივებისაგან  მიღებული დამწვრობა ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს.

როგორ ვუმკურნალოთ ცისტიტს სახლის პირობებში

შარდის ბუშტის ანთება ანუ ცისტიტი წარმოიქმნება შარდის ბუშტში ინფექციის შეჭრით.ცისტიტი ქალებს უფრო ხშირად აწუხებთ,ვიდრე მამაკაცებს და ამის მიზეზია ფიზიოლოგია.ქალების შარდსადენი უფრო მოკლეა და ფართო.ბაქტერიები მარტივად

დაბეჭდე გვერდი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
  • +995 551 402 555
  • nino.mshvenieradze@gmail.com

სასარგებლო

  • დახმარება
  • მასტერ კლასები
  • დაგვიკავშირდით
  • რეკლამა

პოპულარული

  • კულინარია
  • ქსოვა
  • ქარგვა
  • კერვა

Livemaster.ge © ყველა უფლება დაცულია

error: შიგთავსი დაცულია