ინგრედიენტები :
ბისკვიტი
4 კვერცხი
120 გრ.კარაქი
300 გრ.შაქარი
460 გრ.რძე
20 გრ.შაქარიანი ვანილი
140 გრ.კაკაო
380 გრ.ფქვილი
15 გრ.გამაფხვიერებელი
4 გრ.სოდა
2 გრ.მარილი
მომზადების წესები :
მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ.
კვერცხი, ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი, შაქარი, ვანილიანი შაქარი ავთქვიფოთ, შევურიოთ რძე და შევათქვიფოთ მშრალი ინგრედიენტები.
22 დიამეტრის საცხობ ფორმაში ქაღალდი ჩავაფინოთ.ფსკერზე და გვერდებზე ცხიმი მოვუსვათ .
ცომი გავყოთ 3 ნაწილად და წინასწარ გახურებულ ღუმელში 160 გრადუსზე 30 წუთი.
ვაცხობთ 3 ბისკვიტს.
მიწის თხილის კარაქი :
100 გრ.მოხალული მიწის თხილი
30 გრ.თაფლი
15 გრ.ზეთი
1 გრ.მარილი
მიწის თხილი მოვხალოთ 180 გრადუსზე 5 წუთი ღუმელში, გავაგრილოთ, ქერცლი გავაცალოთ , დავაბლენდეროთ. ბლენდერშივე დავუმატოთ თაფლი, ზეთი, მარილი და კვლავ დავაბლენდეროთ კარაქის მიღებამდე.
კარამელი :
170 გრ.შაქარი
30 გრ.ინვერტური სიროფი
30 გრ.წყალი
240 გრ.ნაღები
60 გრ.კარაქი
4 გრ.მარილი
სქელძირიან ალუმინის ქვაბში ჩავყაროთ შაქარი,დავასხათ წყალი, ინვერტული სიროფი და საშუალო ცეცხლზე მოვადუღოთ კარამელი. როგორც კი კარამელი, მუქი ფერის გახდება, ჩავამატოთ ნაღები და ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.
რჩევა : კარამელის მოზადებისას ქვაბში ჯერ ჩავყაროთ შაქარი და მერე დავასხათ წყალი.კარამელს ვაცადოთ მომზადება.
უმჯობესია კოვზით არ მოვურიოთ,თორემ დაკრისტალდება.კოვზი გამოვიყენოთ კარამელში ნაღებისა და კარაქის შერევის დროს.
ბოლოს დავუმატოთ მარილი და გავაციოთ.
ცილოვანი კრემი ( შვეიცარული მირენგა) ნაღების კარაქით .
4 კვერცხის ცილა
240 გრ.ნაღების კარაქი
190 გრ.შაქარი
მიწის თხილის კარაქი
100 გრ.მიწის თხილი ( შიგთავსისათვის0
50 გრ.მოსართავად
თასში მოვათავსოთ კვერცხის ცილა, დავაყაროთ შაქარი და მოვათავსოთ ორთქლის აბაზანაზე.
თასის ფსკერი წყალს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეხებოდეს. კვერცხის ცილა გავაჩეროთ ორთქლის აბაზანაზე ,სანამ შაქარი გადნება. ხელის თითზე, თუ შაქარის კრისტალები ვერ ვიგრძენით,ესე იგი მზადაა.
კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მიქსერით მყარ პიკამდე. ბეზე კარგად გავაციოთ და შემდეგ შევათქვიფოთ კუბებად დაჭრილი,ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი. ბოლოს შევათქვიფოთ მიწის თხილის კარაქი.
ბისკვიტს წავუსვათ კრემი,მოვაყაროთ მოხალული,დაჭრილი მიწის თხილი, მოვასხათ კარამელი,დავაფაროთ მეორე ბისკვიტი.
მეორე ბისკვიტსაც, ასევე წავუსვათ კრემი,მოვაყაროთ მოხალული,დაჭრილი მიწის თხილი,მოვასხათ კარამელი,დავაფაროთ მესამე ბისკვიტი.
მესამე ბისკვიტზე , გვერდებზე წავუსათ კრემი და გავაფორმოთ სურვილისამებრ.