ინგრედიენტები :
მზა ფენოვანი ცომი
2 საშუალო ზომის ხახვი
2-3 კბილი ნიორი
500 გრ.ფარში
3 კვერცხი
მწვანილი
მარილი,წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესები :
ფენოვანი ცომი 0,5 სმ-ის სისქეზე დავაბრტყელოთ და დავჭრათ ბაფთებად.
ხახვი წვრილ სახეხზე გავხეხოთ ,ნიორი დავჭყლიტოთ და შევკაზმოთ ფარში.
ფარშს შევურიოთ 2 კვერცხი წვრილად დაჭრილი მწვანილები,მარილი,წიწაკა და გავაკეთოთ ბურთები.
ბურთებზე ძაფივით დავახვიოთ ფენოვანი ცომის გორგალი,ფუნჯით წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და
გამოვაცხოთ წინასწარ 180- 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთი.
0