gattc3b2-slice

კარტოფილის ტორტი – იტალიური სამზარეულო

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები:

1,5 კგ ყვითელი კარტოფილი

150 გრ.კარაქი

3 კვერცხი

150 გრ.ლორი

200 გრ.მოცარელა ან სულგუნი

200 გრ.შებოლილი ყველი

ზეთი ფორმის ზედაპირზე და ფსკერზე  წასასმელად

საფანელი  ფორმაში მოსაყრელად

მარილი და შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

4 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახურში (სურვლისამებრ)

კარტოფილის ტორტს ხშირად ამზადებენ იტალიის კსამხრეთ რეგიონში, მაგრამ იგი  ფრანგული წარმოშობისაა. გასაოცარია, რომ ჩრდილოეთ იტალიაში   არაფერი იციან ამ კერძის შესახებ.  კარტოფილის ტორტის უამრავი რეცეპტი არცებობს,მე გთავაზობთ ერთ-ერთ ვერსიას.

მომზადების წესები:

მოხარშული კარტოფილით მოვამზადოთ პიურე,დავუმატოთ კვერცხი,ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი,წვრილად დაჭრილი ლორი,მარილი,შავი დაფქული წიწაკა და მოვზილოთ ცომი.

ცომი გავყოთ ორ ნაწილად.

ფორმას წავუსვათ ზეთი,მოვაყაროთ საფანელი.

ფორმის ძირზე გადავიტანოთ ცომის ერთი ნახევარი,დავალაგოთ დაჭრილი ყველი და ზემოდან  თანაბრად  და სწორად ხელით გადავანაწილოთ  ცომის მეორე ნახევარი.

ზემოდან მოვაყაროთ საფანელი და ალაგალაგ დავალაგოთ კარაქის პატარა კუბები.

გამოვაცხოთ კარტოფილის ტორტი 200 გრადუსზე 35-40 წუთი.

ტორტი გავაციოთ 20-30 წუთი ფორმაში,მოვხსნათ გვერდები და დავჭრათ.

Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

კატლეტები ბეკონში

ინგრედიენტები : 500 გრ შერეული ფარში (საქონელი და ღორი) 100  გრ.ბატონი 30 მლ.ნაღები წყალი 1 თავი ხახვი 1 კვერცხი მარილი,წიწაკა გემოვნებით   მომზადების წესები : ბატონ

კატლეტები. 3 განსხვავებული რეცეპტი

ინგრედიენტები : 500 გრ შერეული ფარში ( საქონელი და ღორი) 100  გრ.ბატონი 30 მლ.ნაღები წყალი 1 თავი ხახვი 1 კვერცხი მარილი,წიწაკა გემოვნებით საფანელი ან ფქვილი მომზადების

გემრიელი და კნატუნა ხაჭოს ორცხობილები “ბატის ფეხები” – უბრალოდ პირში დნება,საბჭოთა რეცეპტი

ინგრედიენტები : 500 გრ.ხაჭო 300 გრ.კარაქი 400-500 გრ.ფქვილი 150-გრ.შაქარი 2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი   მომზადების წესები : ფქვილში შევურიოთ გამაფხვიერებელი. ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ კარაქი და გავაგრილოთ.

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია