ინგრედიენტები :
მზა ფენოვანი ცომი
ინგრედიენტები გულსართისათვის:
1 ჭიქა ფქვილი(180 გრ.)
1,5 ჭიქა შაქარი(345 გრ.)
200 გრ.კარაქი ან ერბო
100-150 გრ.ნიგოზი ( წვრილად დაფქული)
ფენოვანი ცომის კლასიკური რეცეპტი
საფუარიანი ფენოვანი ცომის რეცეპტი
გულსართის მომზადება:
შაქარი და კარაქი გავადნოთ საშუალო ცეცხლზე. როგორც კი კარაქი გადნება ,დავუმატოთ ფქვილი ,ვურიოთ ხის კოვზით და მოვშუშოთ კარგად,ისე რომ მასა გასქელდეს.გამოვრთოთ გაზი და შევურიოთ ნიგოზი.
ცომი გავყოთ 3-4 ნაწილად .თითოეული გავაბრტყელოთ ოთხკუთხედათ,მოვაყაროთ გულსართი,რულეტივით გადავახვიოთ .
დავჭრათ ნაჭრებად , ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ 15-20 წუთი 200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.
1+