ინგრედიენტები :
მზა ფენოვანი ცომი
კრემი:
1ლიტრი რძე
300გრ.შაქარი
300 გრ.დარბილებული კარაქი
4 კვერცხის გული
50 გრ. ფქვილი
50გრ.სიმინდის სახამებელი
ვანილი
ფენოვანი ცომის რეცეპტი იხ . აქ http://livemaster.ge/535/
ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ.
გამოვაჭრათ რგოლები.
ფუნჯით წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი.
თუ ცომი შერბილდა, ვოლოვანები გავყინოთ,უფრო მაღალი გამოვა ცხობისას .შევდოთ გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 15 წუთი 220 გრადუსზე.როგორც კი ღუმელში ცომი ამოვა, ცეცხლს დავუწიოთ და ვაცადოთ გამოცხობა.
კრემის მომზადება :
0,5 ლ. რძე დავდგათ ცეცხლზე და შევათბოთ.
კვერცხის გული და შაქარი ვთქვიფოთ ,შევურიოთ ფქვილი და სახამებელი.
მიღებული მასა კარგად გავხსნათ მორჩენილ 500 მლ. რძეში და გადავიტანოთ ოდნავ თბილ რძეში.
ვურიოთ ნელ-ნელა განუწყვეტლივ დაბალ ტემპერატურაზე ,სანამ კრემი გასქელდება.კრემი არ უნდა ადუღდეს.
ფაფა გავაცივოთ და ნელ-ნელა შევათქვიფოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.
არ დაგვავიწყდეს ვანილის დამატება.