Без названия (21)
5/5

ღუმელში გამომცხვარი სახელდახელო ხაჭაპური მაწვნისა და არაჟნის ცომით

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები:

1/2 ჭიქა მაწონი

1/2 ჭიქა არაჟანი

100 გრ.კარაქი

4 კვერცის გული

600-700 გრ. ფქვილი

1 ჩ.კოვზი სოდა

მარილი გემოვნებით

ზემოდან მოსასმელად:

1 კვერცხი

1 ჩ.კოვზი არაჟანი

გულსართი:

1 კგ.ყველი

მარილი გემოვნებით

4 კვერცხის ცილა

მომზადების წესები :

ფქვილი გავცრათ.შევურიოთ მარილი.

კვერცხის გული ავთქვიფოთ,ჩავუმატოთ არაჟანი,მაწონი(სოდა წინასწარ გავხსნათ არაჟანში).შემდეგ დავუმატოთ გაზზე გამდნარი კარაქი,ფქვილი და მოვზილოთ ცომი.

ცომს გადავაფაროთ ტილო და დავასვენოთ .

რადგანაც სოდას არაჟანში ვხსნით, ცომი შეგვიძლია მხოლოდ 15-20 წუთი დავასვენოთ.

ამოსული ცომი გავყოთ 2 ნაწილად.ერთი ნაწილი უფრო დიდზე გავაბრტყელოთ.

თუნუქის ფირფიტაზე გადავიტანოთ პატარა ფენა , გადავანაწილოთ გულსართი ,გადავაფაროთ მეორე ფენა და გვერდები შემოვუხვიოთ.

ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი არაჟნით.გამოვაცხოთ 190-200 გრადუსზე 15-20 წუთი.

გულსართის მომზადება :

ყველი გავხეხოთ,მოვაყაროთ მარილი გემოვნებით,დავუმატოთ კვერცხის ცილა და ხელით მოვჭყლიტოთ.

ინგრედიენტები მეორე ვერსიისათვის(განსხვავებული  ტექნოლოგია) :

1/2 ჭიქა მაწონი

1/2 ჭიქა არაჟანი

100 გრ.კარაქი

4 კვერცის გული

600-700 გრ. ფქვილი

2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

ზემოდან მოსასმელად:

1 კვერცხი

1 ჩ.კოვზი არაჟანი

გულსართი:

1 კგ.ყველი

მარილი გემოვნებით

4 კვერცხის ცილა

მომზადების წესები :

ფქვილი გავცრათ.შევურიოთ მარილი.

კვერცხის გული ავთქვიფოთ,ჩავუმატოთ არაჟანი,მაწონი.

სითხეს  შევაზილოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი.

ცომს შევაზილოთ ოთახის ტემპერატურაზე  გამდნარი კარაქი.

ცომი გავაბრტყელოთ დიდზე,მოვაყაროთ ნახევარი  გამაფხვიერებელი,ხელის გულით მთელ ზედაპირზე  თანაბრად გადავანაწილოთ და დავკეცოთ 3-ად,როგორც ნაპოლეონი.

გავაბრყელოთ ისევ , მოვაყაროთ  დარჩენილი გამაფხვიერებელი,ხელის გულით გადავანაწილოთ თანაბრად და ისევ დავკეცოთ, როგორც ნაპოლეონი.

ცომს გადავაფაროთ ტილო და დავასვენოთ თბილ ადგილას  1-2 საათი.

ცომი ამოვა .

ამოსული ცომი გავყოთ 2 ნაწილად.ერთი ნაწილი უფრო დიდზე გავაბრტყელოთ.

თუნუქის ფირფიტაზე გადავიტანოთ პატარა ფენა , გადავანაწილოთ გულსართი ,გადავაფაროთ მეორე ფენა და გვერდები შემოვუხვიოთ.

ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი არაჟნით.გამოვაცხოთ 190-200 გრადუსზე 15-20 წუთი.

გულსართის მომზადება :

ყველი გავხეხოთ,მოვაყაროთ მარილი გემოვნებით,დავუმატოთ კვერცხის ცილა და ხელით მოვჭყლიტოთ.

 

 

 

 

 

 

1+

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here