ინგრედიენტები:
400 მლ.თბილი წყალი
3 ს.კოვზი ზეთი
3 ს.კოვზი ღვინის ძმარი
0,5 ს.კოვზი შაქარი
მარილი
1 ს.კოვზი საფუარი
400 გრ.კარაქი ან მარგარინი
ფქვილი რამდენსაც შეიზელს
მომზადების წესები :
თბილ წყალში გავხსნათ საფუარი,შაქარი,ჩავასხათ ზეთი,ძმარი,ჩავყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი.
მოზელვის პერიოდში ჩავამატოთ მარილი.
ცომს გადავაფაროთ ტილო და დავდოთ ასაფუებლად.ამოფუებული ცომი გავაბრტყელოთ მაქსიმალურად დიდზე, მთელ ზედაპირზე თანაბრად წავუსვათ დარბილებული კარაქი ან მარგარინი,დავახვიოთ რულეტივით,ჩავდოთ პარკში და შევდოთ მაცივარში 2 საათი.
ნახევარფენოვანი ცომი არაჟნით.მე-2 ვერსია
ინგრდიენტები:
0,5 ჭიქა არაჟანი
1/2 ჩ.კოვზი სოდა ან 1 კოვზი გამაფხვიერებელი
150 გრ.მარგარინი
მარილი დანის წვერით
2 კვერცხი
3,5 ჭიქა ფქვილი
მომზადების წესები :
ცივი მარგარინი ჩავახეხოთ ფქვილში და ხელის თითებით ავაფხვიეროთ.
სოდა გავხსნათ არაჟანში.
ფქვილს დავუმატოთ კვერცხი,არაჟანი,მარილი და მოვზილოთ სწრაფად ცომი.
ძალიან სწრაფად გავაბრტყელოთ,კონვერტივით დავკეცოთ .
ცომი შევახვიოთ პარკში და შევინახოთ მაცივარში 2 საათი.