ინგრედიენტები :
1ჭიქა ძალიან ცივი წყალი
ცოტა მარილი
1 ს.კოვზი ზეთი
1 ს.კოვზი ძმარი
1 ს.კოვზი სპირტი
350 გრ.მარგარინი
3 ჭიქა ფქვილი
მომზადების წესები :
ფქვილში ჩავახეხოთ გაყინული მარგარინი მსხვილი სახეხით.ფქვილის გორას შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება.
წყალში გავხნათ ძმარი,მარილი,სპირტი,არაყი და ჩავასხათ ფქვილის ორმოში.
ცომი მოვზილოთ ძალიან სწრაფად,რომ არ გაგვითბეს პროდუქტები .ცომი უნდა მოვაგროვოთ,გუნდად შევკრათ და არ მოვზილოთ.
გავჭრათ ცომი შუაზედა ცალ-ცალკე შევახვიოთ პარკში.შევდოთ მაცივარში 2 საათი.ცომში შესამჩნები იქნება მარგარინის მარცვლები.
2 საათის შემდეგ ცომი გავაბრტყელოთ ,მივცეთ ოთხკუთხედის ფორმა და გადავკეცოთ 4-ად,შემდეგ ისე შევდოთ მაცივარში 2 საათი.
ასე მოვიქცევით კიდევ ერთხელ და შემდეგ გამოვაცხობთ სასურველი ფორმის ნაჭრებს.
ფენოვანი ცომი ცხვება 200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.
თავდაპირველად გამოვაცხოთ მაღალ ტემპერატურაზე,როგორც კი ცომი ამოვა, ტემპერატურას დავუწიოთ და ვაცადოთ გამოცხობა.
ა