222222222222222222222222222222222222222222222222222222

შოკოლადის ნაპოლეონი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრდიენტები:

0,5 ჭიქა არაჟანი

1/2 ჩ.კოვზი სოდა ან 1 კოვზი გამაფხვიერებელი

150 გრ.მარგარინი

მარილი დანის წვერით

2 კვერცხი

3,5 ჭიქა ფქვილი

2 ს.კოვზი კაკაო

1/3 ს.კოვზი შაქარი

 

შოკოლადის კრემი:

1 ლიტრა რძე

80 გრ.შოკოლადი

3 კვერცხის გული

ვანილი

200 გრ.შაქარი

6 ს.კოვზი კაკაო

2 ს.კოვზი ფქვილი

1 ს.კოვზი სიმინდის სახამებელი

 

 

ცივი მარგარინი ჩავახეხოთ ფქვილში და ხელის თითებით ავაფხვიეროთ.

სოდა გავხსნათ არაჟანში.

ფქვილს დავუმატოთ კვერცხი,არაჟანი,მარილი,შაქარი,კაკაო  და მოვზილოთ სწრაფად ცომი.

ცომისაგან მოვამზადოთ 12 ბურთულა.ბურთულები დავდოთ  სინზე, გადავაფაროთ პარკი და შევინახოთ მაცივარში 2 საათი.

მაცივრიდან გამოვიღოთ თითო-თითო ბურთულა,გავაბრტყელოთ,21 დიამეტრის ფორმის ძირი  ან გადმობრუნებული თასი დავდოთ და

დანით ირგვლივ შემოვჭრათ.

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ ქაღალდი,გადავიტანოთ გაბრტყელებული ცომი,ჩანგლით დავჩხვლიტოთ და გამოვაცხოთ 170-180 გრადუსზე 8-10 წუთი.

 

 

კრემის მომზადება

 

0,5 ლ. რძე დავდგათ ცეცხლზე და შევათბოთ.

კვერცხის გული და შაქარი ვთქვიფოთ ,შევურიოთ ფქვილი,კაკაო  და სახამებელი.

მიღებული მასა  კარგად გავხსნათ  მორჩენილ 500 მლ. რძეში და გადავიტანოთ ოდნავ თბილ რძეში.

ვურიოთ ნელ-ნელა განუწყვეტლივ დაბალ ტემპერატურაზე ,სანამ კრემი გასქელდება.კრემი არ უნდა ადუღდეს.

ცხელ კრემში ჩავაგდოთ კარაქი და დატეხილი შოკოლადი.კარგად მოვურიოთ.

ჩამოჭრილი გვერდებიც გამოვაცხოთ

ფირფიტებს შორის,ზემოდან და გვერდებზე ნამცხვარს წავუსვათ კრემი და

ზემოდან  და გვერდებზე მოვაყაროთ ნაფჩხვენები  და გახეხილი შოკოლადი.

 

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი კრემის ნაცვლად ყოველ მეოთხე ფირფიტას უცხებს შავი მოცხარის კრემს.შავი მოცხარი შეგვიძლია შევცვალოთ შინდით

 

400 გრ.შავი მოცხარი

ნახ.ჭიქა წყალი

2 კვერცხი

6 ს.კოვზი შაქარი

40 გრ.კარაქი და ვანილი

 

მოცხარი დავაბლენდეროთ და გავატაროთ საცერში.დავუმატოთ წყალი და

შემოვდგათ ცეცხლზე,გამუდმებით ვურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე.

კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად,ჯერ შევურიოთ 4-5 სუფრის კოვზი მოცხარის პიურე,კარგად მოვურიოთ,

შემდეგ შევურიოთ დარჩენილი პიურე.შემოვდგათ ცეცხლზე,გამუდმებით ვურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე.

კრემი გადმოვიტანოთ ცალკე თასში,ცხელშივე ჩავაგდოთ კარაქი და გავაგრილოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ატმის კომპოტი

ინგრედინტები: 3 კგ ატამი წყალი  – რამდენიც საჭიროა ქილების შესავსებად 1 კგ.შაქარი. ატმები  გავრეცხოთ და  ქერქის მოსაშორებლად  3-4 წუთი  მოვათავსოთ მდუღარე  წყალში,შემდეგ კი ცივ წყალში.

ნამცხვარი ატამი – ბავშვობის საყვარელი გემო

ინგრედიენტები; 2 კვერცხი 200 გრ.შაქარი 60 გრ.არაჟანი 60 გრ. კარაქი 300-350 გრ.ფქვილი( გააჩნია  რა ზომისაა კვერცხი) 1/2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი   ფქვილში შევურიოთ გამაფხვიერებელი. კვერცხი და

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

შესვლა პროფილში

რეგისტრაცია საიტზე