22222222222222222222222222222222222222222222222222

ნაპოლეონის კლასიკური რეცეპტი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები:

1 ჭიქა თბილი  წყალი

1 კვერცხი

მწიკვი მარილი

1 ს.კოვზი ზეთი

1 ს.კოვზი სპირტი

1 ს.კოვზი ძმარი

250 გრ.მარგარინი

3 ჩ.ჭიქა ფქვილი

 

კრემი:

1ლიტრი რძე

300გრ.შაქარი

300 გრ.დარბილებული კარაქი

4 კვერცხის გული

50 გრ. ფქვილი

50გრ.სიმინდის სახამებელი

ვანილი

 

 

თბილ წყალში ჩანგლით ავთქვიფოთ კვერცხი ,ჩავუმატოთ მარილი,ძმარი,ზეთი ,სპირტი.მოვზილოთ ცომი.

ცომი გავაბრტყელოთ,გადავკეცოთ 4-ად კონვერტისებურად  და შევდოთ მაცივარში 1 საათი საყინულესთან ახლოს.

მარგარინი უნდა იყოს დარბილებული ოთახის ტემპერატურაზე  და იგი გავყოთ 5 ნაწილად.

მაცივრიდან გამოვიღოთ ცომი და გავაბრტყელოთ 1,5 სმ-ის სისქის ოთხკუთხედად.

ხელში მოვჭყლიტოთ მარგარინის 1 ნაწილი და თანაბრად ხელით წავუსვათ ცომს მთელ ზედაპირზე.

ისევ გადავკეცოთ კონვერტისებურად და შევდოთ მაცივარში 1 საათი.

ასეთვე პროცედურას კიდევ გავიმეორებთ 4-ჯერ და ბოლოს მაცივარში შევდებ მინიმუმ 2 საათი.

ცომს გავყოფ 3 ნაწილად და გავაბრტყელოთ ფირფიტის ზომაზე.

ფენოვანი ცომი ცხვება 200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.

თავდაპირველად  გამოვაცხოთ მაღალ ტემპერატურაზე,როგორც კი ცომი ამოფუვდება,ტემპერატურას დავუწიოთ და ვაცადოთ გამოცხობა.

 

კრემი:

0,5 ლ. რძე დავდგათ ცეცხლზე და შევათბოთ.

კვერცხის გული და შაქარი ვთქვიფოთ ,შევურიოთ ფქვილი და სახამებელი.

მიღებული მასა  კარგად გავხსნათ  მორჩენილ 500 მლ. რძეში და გადავიტანოთ ოდნავ თბილ რძეში.

ვურიოთ ნელ-ნელა განუწყვეტლივ დაბალ ტემპერატურაზე ,სანამ კრემი გასქელდება.კრემი არ უნდა ადუღდეს.

ფაფა გავაცივოთ და ნელ-ნელა შევათქვიფოთ  ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.

არ დაგვავიწყდეს ვანილის დამატება.

გამომცხვარ ფირფიტებს გვერდები ფრთხილად ჩამოვაჭრათ და დავფჩხვნათ.

ფირფიტებს შორის,ზემოდან და გვერდებზე ნამცხვარს წავუსვათ კრემი და

ზემოდან  და გვერდებზე მოვაყაროთ ნაფჩხვენები.

რჩევა: ცომის მოზელვის საიდულმო არის,ის რომ,ცომი არის ცივი და შესაზელი მარგარინი არის თბილი.

 

 

 

 

 

 

 

 

Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

სოკოს ხარჩო – სამარხვო ქართული კერძი

ინგრედიენტები: 300 გრ.ხმელი სოკო 1 ხახვი 4 კბილი ნიორი 3 ს.კოვზი ტყემალი 1 ს.კოვზი ტომატ-პასტა 100 გრ.ბრინჯი ზეთი შესაწვავად მარილი,წიწაკა გემოვნებით ¼ ჩ.კოვზი ხმელი სუნელი

სემიფრედო -იტალიური ნაყინი

ინგრედიენტები: 125 მლ. ცხიმიანი რძე 2 კვერცხი 60 მლ.არაჟანი 75 გრ.შაქარი 3 ატამი (დაკონსერვირებული) ვანილიანი შაქარი   რძე მივიყვანოთ ადუღებამდე. კვერცხის გულებს დავაყაროთ 2 ს.კოვზი

როგორ ავკრიფოთ თვლები ჩხირებზე

ქსოვას ვიწყებთ თვლების აკრებით.გადმოვახვიოთ გორგლიდან ორი იმდენი ძაფი ,რა სიგანის ნაქსოვიც გვინდა მივიღოთ. მაგ: თუ  გვსურს მივიღოთ 55 სმ-ის ზურგი ,უნდა ავკრიფოთ 110-125 სმ-ის ან

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

შესვლა პროფილში

რეგისტრაცია საიტზე