22222222222222222222222222222222222222222222222

შოკოლადის ტორტი საახალწლო ჯანჯაფილის ქოხით

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები ბისკვიტისათვის:

3   ფირფიტა ან 450 გრ. შავი შოკოლადი

2 ჭიქა ან 320 გრ.ფქვილი

5 გრ. ან ნახ. ჩ. კოვზი მარილი

5 გრ. ან 2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

1 ჩ.კოვზი დარიჩინი

1 ჩ.კოვზი დაფქული მშრალი ჯანჯაფილი

1 გრ. ან დანის წვერით დაფქული მიხაკი

1 გრ. ან დანის წვერით დაფქული მუსკატის კაკალი

80 გრ.ნაღების კარაქი

300 გრ.შაქარი

2 კვერცხი

140 მლ. ან 7 ს.კოვზი არაჟანი

2 ს.კოვზი ინვერტული სიროფი

 

ინგრედიენტები სიროფისათვის:

2 ს.კოვზი ინვერტული სიროფი

8 სუფრის კოვზი ცივი წყალი

4 გრამი ან 3 ჩ.კოვზი  საჭმელი სოდა

 

ინგრედიენტები ნაღების კრემისათვის:

700 გრ.33-35 % ან 2 ჭიქა ნაღები

40 გრ.ნედლი ჯანჯაფილი

90 გრ. ან 2 ს.კოვზი შაქრის პუდრა

 

შოკოლადის განაში:

200 გრ.შავი შოკოლადი

250 გრ.შედედებული რძე

30 გრ.ნაღების კარაქი

1 ჩ.კოვზი შაქრიანი ვანილი

 

კრემი მე-2 ფენისათვის:

200 გრ.მოხარშული შედედებული რძე

 

 

1.   2 ს.კოვზ ინვერტულ სიროფს დავასხათ 8 სუფრის კოვზი ცივი წყალი,ავადუღოთ და მასში გავხსნათ 4 გრამი ან 3 ჩ.კოვზი  საჭმელი სოდა.სიროფი გავაგრილოთ.

 

2. 3 ფირფიტა შავი შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე.წყალი ჭურჭლის ფსკერს არ უნდა ეხებოდეს.

 

3 ერთმანეთში შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები:ფქვილი,მარილი,გამაფხვიერებელი,მუსკატის კაკალი,დარიჩინი,ჯანჯაფილი,მიხაკი.

 

4.80 გრამი ნაღების კარაქი ავთქვიფოთ 300 გრ.შაქართან ერთად,შევათქვიფოთ თანმიმდევრობით 2 კვერცხი,წვრილი ჭავლით ჩავასხათ გამდნარი შოკოლადი და თან ვთქვიფოთ.მივიღებთ თხევად მასას და ამ  მასაში 7 ს.კოვზი არაჟანი შევათქვიფოთ კოვზ-კოვზობით ,მშრალი ინგრედიენტების პარალელურად ანუ შევათქვიფოთ 1 კოვზი არაჟანი, შემდეგ მშრალი ინგრედიენტების ნარევი და ასე შემდეგ. ბოლოს კი ცომს დავუმატოთ შაქრის სიროფი.

 

5.ავიღოთ 21 სმ-ის დიამეტრის ფორმა,ძირზე დავაფინოთ საცხობი ქაღალდი,ჩავასხათ ცომი და 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ.

 

6.მოვამზადოთ ნაღების კრემი

1 ლიტრიან ალუმინის ქვაბში ჩავასხათ ნაღები,ჩავაწყოთ გათლილი,კუბებად დაჭრილი ჯანჯაფილის ნაჭღები, მივიყვანოთ ადუღებამდე( არ შეიძლება ადუღება),გადმოვასხათ თასში და გავაგრილოთ ცივი წყლით სავსე ჭურჭელში,შევდოთ მაცივარში 8 საათი.ნაღები აიღებს ჯანჯაფილის გემოს.

 

ამ დროის გავლის შემდეგ ნაღები გავწუროთ ,ავთქვიფოთ,ჩავამატოთ პორცია-პორციობით 2 ს.კოვზი შაქრის პუდრა  და შევდებთ 1,5 საათი მაცივარში.

 

შოკოლადის განაშის მომზადება:

 

200 გრ.შოკოლადის ფილა დავტეხოთ,შემოვდოთ ორთქლის აბაზანაზე,გამდნარში ჩავასხათ შედედებული რძე ,ჩავდოთ 30 გრ.კარაქი ,კარგად მოვურიოთ,დავუმატოთ შაქრიანი ვანილი,გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურაზე.

შემდეგ დავუმატოთ ცივი 200 მლ ნაღები და მიქსერით ავთქვიფოთ.

 

ბისკვიტი გავყოთ 3 ნაწილად.პირველ ფენას წავუსვათ შოკოლადის განაში,მეორე ფენას 200 გრ.მოხარშული შედედედებული

რძე,მესამე ფენას და გვერდებს წავუსვათ ჯანჯაფილის კრემი.

 

მოვრთოთ საახალწლო ჯანჯაფილის ორცხობილებით.

ორცხობილების ცომის რეცეპტი მოთავსებულია აქ

http://livemaster.ge/index.php/2016-09-09-13-15-25/item/263-2018-01-02-14-24-19

 

 

 

 

 

 

Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ატმის კომპოტი

ინგრედინტები: 3 კგ ატამი წყალი  – რამდენიც საჭიროა ქილების შესავსებად 1 კგ.შაქარი. ატმები  გავრეცხოთ და  ქერქის მოსაშორებლად  3-4 წუთი  მოვათავსოთ მდუღარე  წყალში,შემდეგ კი ცივ წყალში.

როგორ დავხატოთ კუ

თავდაპირველად შემოვხაზოთ ბაკანის( ჯავშანი),თავისა და ფეხების კონტურები.შემდეგ კი მივახაზოთ სხვა დეტალები.

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

შესვლა პროფილში

რეგისტრაცია საიტზე