Pryan_domik6
5/5

ჯანჯაფილის საახალწლო ქოხი, თაფლაკვერი ,ორცხობილები – 3 განსხვავებული რეცეპტი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

200 გრ.ნაღების კარაქი ან მარგარინი

1 ჩ.კოვზი ჯანჯაფილის ფხვნილი

1 ჩ.კოვზი დაფქული მიხაკი

1 ჩ.კოვზი დარიჩინი

ნახ.ჩაის კოვზი მარილი

3 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

5 ჭიქა ფქვილი

1 ჭიქა შაქარი

2 კვერცხი

150 გრ.თაფლი

4 ს.კოვზი წყალი

1 ს.კოვზი ხსნადი ყავა

მომზადების წესები :

4 ს.კოვზ ცივ წყალში გავხსნათ ხსნადი ყავა.

მშრალი ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთში.

კარაქი ავთქვიფოთ,შევათქვიფოთ კვერცხი,თაფლი,ყავა,მშრალი ინგრედიენტები და მოვზილოთ ცომი.

მივიღებთ წებოვან ცომს.ცომი შევახვიოთ პარკში და შევინახოთ მაცივარში მინიმუმ 6 საათი.

ცომი გავყოთ 3 ნაწილად.თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ 2 ქაღალდს შორის.გაბრტყელებული ცომი ქაღალდიანად გადავიტანოთ თუნუქის ფირფიტაზე.სასურველი ზომის ქოხის კედლები ამოვჭრათ და გამოვაცხოთ.

ან ცომი გავაბრტყელოთ ფქვილმოყრილ ტაფაზე, გავაბრტყელოთ ,ამოვჭრათ ქოხის ნაწილები, ვაცხობთ 12 – 15 წუთი.

ჯერ გავაფორმოთ ქოხის კედლები აისინგით,შემდეგ კი შევაერთოთ ისევ  აისინგით.

აისინგი:

2 კვერცხის ცილა

2 ს.კოვზი ლიმონის წვენი

300-500 გრ.შაქრის პუდრა საჭიროების მიხედვით

ინგრედიენტები ავთქვიფოთ მიქსერით და მივირებთ აისინგს.

საახალწლო ორცხობილის ცომის მეორე ვერსია :

190 გრ.გარგრის ჯემი

20 გრ.დარიჩინი

3 გრ.ჯანჯაფილი

200 გ.ნაღების კარაქი

3 კვერცხი

შაქრის პუდრა

600 გრ.ფქვილი

5 გრ.სოდა

მომზადების წესები :

ფქვილი გავცრად და შევურიოთ სოდა.

გარგლის ჯემს დავუმატოთ დარიჩინი და ჯანჯაფილი.შემოვდოთ ორთქლის აბაზანაზე,ვურიოთ პირველი ბუშტუკის გაჩენამდე,შემდეგ შევურიოთ კარაქი.

კვერცხი ავთქვიფოთ შაქრის პუდრასთან ერთად.

გარგლის მასას შევურიოთ კვერცხიანი მასა და შევათქვიფოთ ფქვილი.მივიღებთ წებოვან ცომს,რომელიც უნდა შევახვიოთ პლასტიკში და 6-8 საათი შევდო მაცივარში.

ცომი გავაბრტყელოთ ქაღალდზე,დავჭრათ ფიგურები და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 15 წუთი.

ინგრედიენტები :

ცომი ;

100 გრ.შაქარი კარამელისათვის

150 გრ.შაქარი

100 მლ.წყალი

100 გრ.თაფლი

80 გრ.კარაქი

5 გრ.სოდა

40 გრ. კვერცხის გული (2 ცალი)

სანელებლების მიქსი :

10 გრ.დარიჩინი

10 გრ.ჯანჯაფილი

1 გრ.მიხაკი

5 გრ.ილი

5 გრ.ბადიანი

500 გრ.ფქვილი

აისინგი :

200 გრ.შაქარის პუდრა

1 კვერცხი ცილა

1 ს.კოვზი ლიმონის წვენი ან ფრეში

საღებავი ( წყალგამძლე) სურვილისამებრ

 

მომზადების წესები :

გახურებულ ტაფა-ქვაბში ჩავყაროთ  100 გრ.შაქარი. როგორც კი შაქარი გადნება, მივიღებთ მუქი ფერის კარამელს.

კარამელს დავასხათ ადუღებული წყალი.ვიყოთ ფრთხილად,რომ ორთქლზე არ დავიწვათ.

თხევად მასას დავუმატოთ  150 გრ.შაქარი,კარაქი და  დაბალ ცეცხლზე გავაჩეროთ შაქრის გადნობამდე.

გადმოვდგათ ცეცხლიდან,დაახლოებით 10 წუთი გავაჩეროთ გასაგრილებლად და შევურიოთ თაფლი.

დავუმატოთ სოდა.

დავუმატოთ კვერცხის გულები.ამ დროს ტემპერატურა უნდა იყოს 50-60 გრადუსი.წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ კარამელის ომლეტს.

მასას დავუმატოთ ფქვილი,დაფქული ილი,ბადიანი,მიხაკი ,მოვზილოთ ცომი,გადავაფაროთ პლასტიკი და 12 საათი შევდოთ მაცივარში.

ცომი 1 სმ სისქეზე გავაბრტყელოთ,გამოვჭრათ ფორმებით,გადავიტანოთ პერგამენტის ქაღალდზე და 12-15 წუთი გამოვაცხოთ 170-180 გრადუსზე.

ცხელ გამომცხვარ თაფლაკვერის  ორცხობილას მსუბუქად დავაჭიროთ ხელის გული,რომ ზედაპირი ერთგვაროვანი გახდეს.

აისინგი:

კვერცხის ცილა, შაქრის პუდრა და ლიმონის წვენი ავთქვიფოთ მიქსერით ,გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში.თუ სურვილი გვაქვს შევურიოთ საღებავი  და მოვრთოთ თაფლაკვერები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

1+

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here