4444444444444444444444444444444444444444444444444444444444444444444444444444444444444
5/5

თათარა ტარტში როზმარინიანი შოკოლადით

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები ტარტის ძირისათვის:

1 კვერცხი

180 გრ.კარაქი

50 მლ. ცივი წყალი

400 გრ.ფქვილი

1 გრ.მარილი

თათარა

600 მლ ყურძნის წვენი

200 გრ.შაქარი

100 გრ.ყურძნის მარცვლები

ვანილი

მინანქარი:

300 გრ.თხილიანი შოკოლადი

10 მლ.ზეთი

5 გრ.როზმარინი

 

მომზადების წესები :

თასში ჩავყაროთ ფქვილი,ჩავახეხოთ ცივი კარაქი,ხელის თითებით ავაფხვიეროთ,შუაში გავუკეთოთ ორმო.

ორმოში ჩავასხათ ცივი წყალი,ჩავახალოთ კვერცხი,მოვაყაროთ მარილი და მოვზილოთ ცომი.

ცომი გავაბრტყელოთ ,გადავიტანოთ ტარტის ფორმაში და ძირი ჩანგლით დავჩხვლიტოთ.

გამოვაცხოთ 200 გრადუსზე  წინასწარ გახურებულ ღუმელში 15 წუთი.

ყურძნის წვენში გავხსნათ შაქარი,ვანილი , ფქვილი და შემოვდგათ ცეცხლზე,გამუდმებით ვურიოთ,რომ არ მიიკრას.

ფაფა ვადუღოთ მანამ,სანამ არ გაქრება ფქვილის სუნი და გემო.თათრაში ჩავყაროთ ყურძნის მარცვლები.

შოკოლადის ფილა დავტეხოთ,გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე,შევურიოთ ზეთი.ზეთი შოკოლადს აძლევს სიპრიალეს და ზედაპირზე ადვილად მოსასხმელს ხდის .ბოლოს დავუმატოთ როზმარინი.

გაგრილებულ ტარტში ჩავასხათ თათარა,მოვასხათ შოკოლადი და მოვრთოთ ყურძნის მარცვლებით.

რჩევა:

ტარტის ცომის მომზადებისას კარაქი და წყალი უნდა იყოს ცივი.ცომი უნდა მოვზილოთ სწრაფად,რომ არ გაგვითბეს .

 

 

 

წყარო:იგადაცემა გურმანია 2015 წელი 15 ნოემბერი.

 

 

 

 

 

 

 

 

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here