ინგრედიენტები:
500გრ.თეთრი ნიგოზი
300 მლ.ღია ფერის თაფლი
40 გრ.შაქრის პუდრა
მომზადების წესები ;
ღუმელი გავახუროთ და შემდეგ ცეცხლი გამოვრთოთ.
თუნუქის ფირფიტაზე დავყაროთ დარჩეული ნიგოზი და შევდოთ გახურებულ ღუმელში.
ნიგოზი ღუმელში გავაჩეროთ გაგრილებამდე და შემდეგ თითოეულ ლებანს ქერქი დანის წვერით მოვაშოროთ.
ნიგოზი დავჭრათ .
ღრმა სქელძირიან ტაფაში ჩავასხათ თაფლი,თან გამუდმებით ვურიოთ,მივიყვანოთ ადუღებამდე და გადმოვდგათ.
ასე გავიმეოროთ რამდენიმეჯერ, დაახლოებით 5-ჯერ ,სანამ წყლიან ჭურჭელში ჩაწვეთებისას თაფლი არ გამაგრდება.
თაფლში ჩავყაროთ შაქრის პუდრა,დაჭრილი ნიგოზი,დავდგათ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ვურიოთ ხის კოვზით, სანამ ნიგოზი და თაფლი ერთგვაროვან მასად გადაიქცევა.
მზა გოზინაყი გადავიტანოთ სველზედაპირიან ხის დაფაზე და გავაბრტყელოთ სველი კოვზით.
გოზინაყი გაცივებამდე დავჭრათ რომბებად,თორემ გაცივების შემდეგ გამაგრდება და დაჭრა გაგვიჭირდება.
გოზინაყი ნიგვზის ნაცვლად შეგვიძლია თხილით ან ნუშით მოვამზადოთ.
რჩევა: თაფლის დუღილის დროს გამოიოფა მავნე ნივთიერება ფურფუროლი,ამიტომ იგი უნდა მივიყვანოთ ადუღებამდე,გავაგრილოთ და ასე მიაღწევს კარამელიზაციას.ზოგიერთი დიასახლისი შაქარს საერთოდ არ უმატებს.