Без названия (19)
5/5

ბადრიჯნის ბაჟე და საცივი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

1  კგ.ბადრიჯანი

200 გრ.ნიგოზი

1ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1/4 ჩ.კოვზი ყვითელი ყვავილი

2-3 კბილი ნიორი

ზეთი შესაწვავად

მარილი,დაფქული წითელი წიწაკა  გემოვნებით

ძმარი ან ლიმონის წვენი

წყალი  – იმის მიხედვით რა სისქის სოუსი გვინდა

 მომზადების წესები :

ბადრიჯანი გავრეცხოთ,დავჭრათ სიგრძეზე  ან რგოლებად 1 სმ-ის სისქის ნაჭრებად. მოვათავსოთ თასში,მოვაყაროთ მარილი და 15 წუთი დავდგათ,რომ სიმწარე გამოუვიდეს..

დამარილებულ ბადრიჯანს წყალი გადავავლოთ და დავწრიტოთ საწურზე.

ბადრიჯანი შევწვათ ზეთში გაცხელებულ ტაფაზე ორივე მხრიდან

ნიგოზი 2 -ჯერ გავატაროთ ხორცსაკეპში წვრილი ბადით ან დავაბლენდეროთ.

ნიორი დავჭყლიტოთ ან დავნაყოთ მარილთან ერთად.

გატარებული  ან დაბლენდერებული  ნიგოზი,ნიორი,სუნელები ,მარილი მოვათავსოთ მომინანქრებულ   ქვაბში,დავასხათ 1 ს.კოვზი ცივი წყალი ,ძმარი ან ლიმონის   წვენი და ღონივრად ხელისგულით ვზილოთ  თასის ფსკერზე დაახლოებით 20 წუთი .

საკმაზს დავასხათ წყალი და სასურველ სისქემდე გავათხელოთ.

ბაჟეში ჩავაწყოთ შემწვარი ბადრიჯანი.

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი ბაჟეს ამზადებს ცხელი წყლით.

ბადრიჯნის საცივი

500 გრ.ბადრიჯანი

250 გრ.ნიგოზი

3 კბილი ნიორი

150 გრ.ხახვი

50 გრ.ქინძი

50 გრ.ოხრახურში

 მზესუმზირის ზეთი შესაწვავად

1 ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

1 დაფნის ფოთოლი

1 ჩ.კოვზი თეთრი ძმარი ან ბროწეულის წვენი

წითელი წიწაკა დაფქული გემოვნებით

0,5 ჩ . კოვზი ყვითელი ყვავილი

მარილი გემოვნებით

3 ცალი მიხაკი

დარიჩინი სურვილისამებრ

მომზადების წესები :

ბადრიჯანი გავრეცხოთ,დავჭრათ სიგრძეზე 1 სმ-ის სისქის ნაჭრებად.მოვათავსოთ თასში,მოვაყაროთ მარილი და 15 წუთი დავდგათ,რომ სიმწარე გამოუვიდეს..

დამარილებულ ბადრიჯანს წყალი გადავავლოთ და დავწრიტოთ საწურზე.

თუნუქის ფირფიტაზე  დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი,მოვასხათ ზეთი,დავალაგოთ ფირფიტაზე  ბადრიჯანი და შევწვათ ღუმელში.

ხახვი დავჭრათ , შევწვათ ზეთში.ნიგოზი და ხახვი დავაბლენდეროთ.

ქინძი და ოხრახურში დავჭრათ წვრილად .

  ნიორი,სუნელები ,მარილი დავნაყოთ.

ალუმინის ქვაბში მოვათავსოთ დაბლენდერებული მასა,დავუმატოთ დანაყილი მასა,დავასხათ  ბროწეულის წვენი და გავთხელოთ გადადუღებული წყლით, სასურველ სისქემდე. ჩავდოთ 1  ცალი დაფნის ფოთოლი და კერძი მივიყვანოთ ადუღებამდე.

შემწვარი ბადრიჯანი მოვათავსოთ მომინანქრებულ თასში და დავასხათ საცივის წვენი. მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი.

ბადრიჯანთან ერთდ  შეგვიძლია გამოვიყენოთ ყვავილოვანი კომბოსტო,წითელი ბულგარული წიწაკა.

თუ საცივს მოვამზადებთ ყვავილოვანი კომბოსტოთი,მაშინ კომბოსტო დავანაწევროთ და მარილიან წყალში მოვხარშოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1+

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here