2222222222222222222222222222222222222-o8le798wbrct62r75q6wb30o1sbgscjpjkg55weop4
5/5

ყვავილოვანი კომბოსტო ნიგვზითა და მაიონეზის სოუსში

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრდიენტები:

1,5 კგ ყვავილოვანი კომბოსტო

200 გრ.ნიგოზი

4 თავი თეთრი ხახვი

4 კბილი ნიორი

1 ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1ჩ.კოვზი ყვითელი ყვავილი

1 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

წითელი დაფქული წიწაკა გემოვნებით

ზეთი შესაწვავად

მარილი გემოვნებით

1 ს.კოვზი თეთრი ღვინის ძმარი

ნახ კონა ქინძი

ნახ კონა ოხრახურში

მომზადების წესები:

ნიგოზი გავატაროთ ნიორთან ერთად და შევაზავოთ სუნელებით.

ყვავილოვანი კომბოსტო დავანაწევროთ,მოვხარშოთ 15 წუთი მარილიან წყალში.

რგოლებად დაჭრილი ხახვი ზეთში მოვშუშოთ,დავაყაროთ მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო და ერთად ვშუშოთ კიდევ 10 წუთი.მოშუშვის დროს ჭურჭელს თავსახური არ დავაფაროთ.

შევაზავოთ ყვავილოვანი კომბოსტო საკმაზით,ცეცხლზე გავაჩეროთ რამოდენიმე წუთი და გადმოვდგათ.

სულ ესაა.ყვავილოვანი კომბოსტო ნიგვზით მზად არის.სუფრასთან მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

ყვავილოვანი კომბოსტო  მაიონეზის სოუსში

ინგრედიენტები:

1 საშუალო ზომის ყვავილოვანი კომბოსტო

150 გრ.არაჟანი

150 გრ.მაიონეზი

8-10 კბილი ნიორი

2 კვერცხი

1 ჩ.კოვზი წითელი დაფქული წიწაკა

1 ჩ.კოვზი შავი პილპილი

1 ჩ .კოვზი ხმელი ქინძი

ზეთი

მარილი

20 გრ.ნედლი ქინძი

150-200 გრ.სიმინდის ფქვილი(წვრილად დაფქული)

მომზადების წესები:

ყვავილოვანი კომბოსტო დავანაწევროთ,მოვხარშოთ მარილიან წყალში და დავწუროთ.

ჩავყაროთ ყვავილოვანი კომბოსტო ათქვეფილ კვერცხში,დავაყაროთ სიმინდის ფქვილი და ამოვსვაროთ ყოველი მხრიდან.

შევწვათ ყვავილოვანი კომბოსტო ტაფაზე ზეთში,შევეცადოთ არ დაგვეწვას.

შემწვარს მოვასხათ ზემოდან მაიონეზის სოუსი.

მაიონეზის სოუსის მომზადება:

თასში ჩავასხათ მაიონეზი,არაჟანი,ჩავდოთ წვრილად დანაყილი ნიორი,დაჭრილი მწვანილი,მოვაყაროთ სუნელები და კარგად მოვურიოთ.

რჩევა: თუ მარხვაზე ვართ კვერცხი  და არაჟანი არ  გამოვიყენოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

2+

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here