Без названия (17)
5/5

თევზის საცივი – გურული კერძი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

1 კგ თევზი

1,5 ჭიქა გატარებული ნიგოზი

4-5 თავი ხახვი

2 კბილი ნიორი

3 კვერცხის გული

1/3 ჩ.კოვზი ყვითელი ყვავილი

1/2 ჩ.კოვზი ქონდარი

1/2 ჩ.კოვზი ქინძი

1 პატარა კონა ოხრახურში

ძმარი,წიწაკა,მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები:

გარეცხილი , გასუფთავებული თევზი ნახევრად მოვხარშოთ და მერე შევწვათ.

ნიგოზს ყვითელ ყვავილთან  და ნიორთან ერთად გამოვხადოთ ზეთი.

ცალკე დავნაყოთ ქინძის თესლი ,წვრილად დაჭრილი ოხრახურში,წიწაკა,მარილი,ქონდარი.

დანაყილი საკმაზი შევურიოთ ნიგვზიან მასას და ნაზავი გავხსნათ ძმარში და თევზის ბულიონში.ბულიონს ცხიმი შეგვიძლია არ მოვხადოთ.

თევზის ნიგვზიანი წვენი გადავიტანოთ ცალკე ქვაბში,დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე.

კვერცხის გული გავთქვიფოთ მიქსერით და ჩავასხათ თევზის ნიგვზიან საცივში.შეგვიძლია კვერცხის გული საერთოდ არ დავუმატოთ.

თევზის  საცივის მომზადების მეორე ვერსია.

შემწვარი თევზი გადავიტანოთ ლანგარზე და მოვასხათ ცხელი საცივი.ზემოდან კი გავაფორმოთ სურვილისამებრ ან ნიგვზის გამოხდილი ზეთით.

 

 

 

0
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ყაბაყის ბლინები

ინგრედიენტები : 2 ყაბაყი 2 კვერცხი 1 ჭიქა რძე ( ჭიქა 200 მლ.) 1 ჭიქა ფქვილი 0,5 ჩ.კოვზი მარილი შავი პილპილი გემოვნებით 2 ს.კოვზი ზეთი

კულიჩი ( პასკა) – უკრაინული სამზარეულო

აღდგომის სუფრის მთავარი გმირი არის შესანიშნავი, სურნელოვანი, ლამაზი და  გემრიელი სააღდგომო კულიჩი ! რეცეპტის ავტორია შეფ – მზარეული,კონდიტერი ელიზაბეტ გლინსკაია,რომელიც გვასწავლის კულიჩის( პასკა) მომზადებას ფრანგული ბრიოშის

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here