ინგრედიენტები :
1 ვარია
3 ს.კოვზი არაჟანი
200 გრ.ნიგოზი
30-30 გრ.ქინძი,კამა,ოხრახურში
2-3 კბილი ნიორი
2 -3 ს კოვზი ძმარი ან ლიმონის წვენი
ბროწეულის მარცვლები
პილპილი,მარილი გემოვნებით
მომზადების წესები :
ვარია გავრეცხოთ გავასუფთაოდ,შუაზე გავჭრათ,წავუსვათ ორივე მხრიდან არაჟანი,შევწვათ ტაბაკად ან შამფურზე.
ურწყულის მომზადების წესი: ნიგოზი გავატაროთ ნიორთან ერთად და გამოვხადოთ ზეთი.
გამოწურულ ნიგოზს დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი,მარილი,წიწაკა,ძმარი,გავხსნათ თბილ წყალში, ისე, რომ მივიღოთ მაწვნის კონსისტენცია.
შემწვარ ვარიას მოვასხათ ურწყული,მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები და დაჭრილი მწვანილი.
0