ინგრედიენტები შინდის ჟელესათვის :
500 გრ.შინდი
200 გრ.შაქარი
200 მლ.წყალი
მომზადების წესები :
შინდი გავრეცხოთ,გადავარჩიოთ ,დავასხათ წყალი და ადუღებიდან 10 წუთი ვხარშოთ.
შინდი გადავწუროთ.წვენისაგან ვამზადებთ ჟელეს,ხოლო მოხარშული შინდის მარცვლებისაგან მარმელადს ზამთრისათვის.
ჟელეს მოსამზადებლად 100 მლ.წვენს ემატება 80 გრ.შაქარი
აღნიშნული ინგრედიენტებით მე მივიღე 250 მლ.წვენი და დავაყარე 200 გრ.შაქარი და ვადუღებთ მაღალ ცეცხლზე 10 წუთი.წარმოიქმნება ქაფი და ვურევთ განუწყვეტლივ კოვზით.
ცხელი ჟელე გადავიტანოთ სტერილურ ქილებში,გაგრილებასთან ერთად იწყებს შესქელებას,მოვხუფოთ და შევინახოთ ოთახის ტემპერატურაზე.
უგემრიელესიაროოგრც ნაყინთან ერთად ,ასევე პურზე წასასმელად.
მოხარშული შინდის მარცვლებს გავხეხავთ რკინის სახეხზე ან დავაბლენდერებთ.შინდის პიურეს დავაყრით 150 გრ.შაქარს და დაბალ ცეცხლზე ვხარშავთ 12-15 წუთის განმავლობაში,თან ვურევთ ხის კოვზით – ის კარგად უნდა შესქელდეს.
მარმელადი გადავიტანოთ სილიკონის ფორმებში დაგავაგრილოთ,შემდეგ ამოვსვაროთ შაქარში.