ინგრედიენტები:
1 კვერცხი
1 კგ .ფქვილი
2 ს.კოვზი შაქარი
2 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი
500 გრ გამდნარი კარაქი
300 მლ წყალი
გულსართი:
500 გრ. გატარებული ნიგოზი
200 გრ. შაქარი
ვაჟინისათვის:
150 მლ წყალი
300 გრ.შაქარი
1 ცალი ლიმონის წვენი
მომზადების წესები:
ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტებისაგან მოვზილოთ ელასტიური ,საშუალო სიმაგრის, ფაფუკი ცომი. იგი დავასვენოთ 15-20 წუთი და შემდეგ ისევ გადავზილოთ.
სანამ ცომი ისვენებს მოვამზადოთ ვაჟინი(სიროფი) და გულსართი.
ნიგოზი გავატაროთ და შევურიოთ შაქარი.
წყლისაგან და შაქრისაგან მოვამზადოთ სიროფი და ჩავასხათ მასში 1 ცალი ლიმონის წვენი.
ცომი(მთლიანი ულუფა) დავყოთ თანაბარ 40-41 ნაწილად,თითოეულს ბურთის ფორმა მივცეთ.
სანამ ერთ ბურთულას დავამუშავებთ,დანარჩენებს გადავაფაროთ სველი ტილო.
სახამებელი მოვაყაროთ სამუშაო მაგიდას, თითოეული ბურთულა გავიყვანოთ და ქაღალდივით ძალიან თხლად გავაბრტყელოთ .
ცომის ფირფიტები ერთმანეთზე დავალაგოთ.ფენებს შორის მოვაყაროთ სახამებელი,გადავაფაროთ სველი ტილო,რომ არ გამოშრეს.
თუნუქის ფირფიტას წავუსვათ გამდნარი კარაქი დავაფინოთ ერთი ფირფიტა,ფუნჯით თანაბრად წავუსვათ გამდნარი კარაქი, დავაფინოთ მეორე ფირფიტა,წავუსვათ კარაქი ,ასე გავიმეოროთ რამოდენიმეჯერ,ათი ფენის შემდეგ მოვაყროთ შიგთავსი.
გავაგრძელოთ ფენების იგივე თანმიმდევრობით დაწყობა.ყოველ მეათე ცხიმწასმულ ცომის ფირფიტაზე მოვაყროთ შიგთავსი.
სულ გამოგვივა 3-ჯერ შიგთავსის მოყრა.ხოლო ბოლო მეათე ცხიმწასმულ ფირფიტას შიგთავსს არ მოვაყრით.
ფახლავა დავჭრათ რომბისებურად სასაურველი ზომის ნაჭრებად.გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე.ცხობიდან 10 წუთის შემდეგ დავუწიოთ ცეცხლს და 160 გრადუსზე გამოვაცხოთ 1 საათი – საათნახევარი.
გამოვიღოთ ფახლავა ღუმელიდან და ცხელ ფახლავას მოვასხათ ცივი სიროფი.
რჩევა:
გაბრტყელებული ცომი ძალიან მალე გამოშრება.თუ მას გამოყენებამდე ვინახავთ,მაშინ გაბრტყელებულ ფირფიტას ჯერ პარკი გადაფაროთ,შემდეგ კი სველი პირსახოცი.
ბურმე
ბურმეს მომზადების შემთხვევაში,თითოეული ცომის გუნდა გავაბრტყელოთ ძალიან თხლად.
ცომის ფირფიტას მოვასხათ კარაქი მთელ ზედაპირზე და ფუნჯით თანაბრად გავანაწილოთ.
მოვაყაროთ გულსართი,ფრთხილად დავახვიოთ რულეტივით 0,5 დიამეტრის მქონე ჯოხზე.
ცომი ორივე მხრიდან შუისაკენ შევჭმუჭნოთ,ჯოხი გამოვაძროთ .
ბურმეს ნაჭრები გამოვაცხოთ და მოვასხათ ცივი სოროფი