ინგრედიენტები:
1 კგ.მწვანე სამწნილე წიწაკა ან ბულგარული წიწაკა
100 მლ ზეთი
1 ს.კოვზი შაქარი
50 გრ.ნიორი
200 მლ.თეთრი ღვინის ძმარი
30 გრ.მარილი
5 გრ.ბაჰარი
3-4 ცალი დაფნის ფოთოლი
100 გრ.ნიახური
50 გრამი ოხრახურში
მომზადების წესები:
წიწაკა გავრეცხოთ,ბოლოები ჩავჭრათ,ჩავყაროთ მდუღარე წყალში , წამოვადუღოთ, გადავიტანოთ ცივ წყალში .რომ შეგრილდება,ამოვიღოთ და კარგად გავწუროთ.
ლიტრა წყალში ჩავყაროთ მარილი,შაქარი, დაჭრილი ნიახური,ოხრახურში,ჩავასხათ ზეთი,ძმარი ავადუღოთ და გავაგრილოთ.
წიწაკა მჭიდროდ ჩავტენოთ მინის ქილებში,ჩავაყოლოთ ნიორი,დაფნის ფოთოლი,ბაჰარი ,დავასხათ მარინადის წყალი და გავუკეთოთ სტერილიზაცია 10 წუთი,შემდეგ კი მოვხუფოთ.
0