ინგრედიენტები:
1 კგ მწვანე ლობიო
400 გრ.ნიგოზი
30 გრ.ნიორი
200-300 გრ.ხახვი
500 გრ.მწვანე ბულგარული წიწაკა
100 გრ.ქინძი
100მლ ზეთი
100 მლ ძმარი
პილპილი და მარილი გემოვნებით
მომზადების წესები :
მწვანე ლობიო გავრეცხოთ,მოვაცალოთ ბოლოები და მოვთუთქოთ მდუღარე წყალში.
მოთუთქულ ლობიოს წყალი გადავუწუროთ,გავაგრილოთ,გავწუროთ,დავჭრათ.
ნიგოზი და ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპში,ხახვი რგოლებად დავჭრათ,ბულგარული წიწაკა კი დავჭრათ გრძლად და წვრილ ნაჭრებად.
ბულგარული,ხახვი,ნიორი ჩავთუთქოთ გახურებულ ზეთში ტაფაზე ,გავაგრილოთ და დავუმატოთ ნიგოზი,ძმარი,პილპილი,მარილი,დაჭრილი ქინძი.
მიღებული საკმაზი შევურიოთ მწვანე ლობიოს.
სუფრაზე მიტანის წინ გავაფორმოთ ბროწეულის მარცვლებითა და სალათის ფოთლებით.
2+