2222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222

იდეალი – ქართული ნამცხვარი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

1 ჩაის ჭიქა გატარებული ნიგოზი ან ნუში

2 ს.კოვზი თაფლი

4 კვერცხი

1,5 ჭიქა შაქარი

3 ჩ.ჭიქა ფქვილი

1 ჩ.კოვზი სოდა ძმით

50 მლ.კონიაკი ან 1 ცალი ლიმონის ცედრა

 

კრემისათვის

1 ქილა მოხარშული შესქელებული რძე

200 გრ.კარაქი

100 გრ.გატარებული ნიგოზი ან ნუში

ვანილი

1 ცალი შოკოლადის ფილა

 

 

კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავუმატოთ თაფლი,ფქვილი,სოდა გახსნილი ძმარში,ლიმონის ცედრა,გატარებული ნიგოზი.

საცხობი ფორმის ( დიამეტრი 24-26 სანტიმეტრი) ძირში მოვათავსოთ ქაღალდი,წავუსვათ ცხიმი.

ცომი გავყოთ 3 ტოლ ნაწილად ,გავაბრტყელოთ სველი ხელით საცხობ ქარალდზე და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.

ფირფიტები გამოდის წებოვანი და ცხელსვე ფრთხილად უნდა მოვაშოროთ ქაღალდი.

გაციებული ფირფიტები ერთმანეთზე დავალაგოთ,გვერდები ჩამოვაჭრათ.

ჩამოჭრილი ნაპირები მოვათავსოთ 180 გრადუსზე,სანამ არ შეიცვლის ფერს,

გავაგრილოთ და დავფშვნათ.

 

კრემის მომზადება:

კარაქი გავთქვიფოთ მიქსერით,თანდათანობით შევათქვიფოთ მოხარშული შესქელებული რძე.

დავუმატოთ ვანილი  და 100 გრ.გატარებული ნიგოზი.კრემი ავთქვიფოთ მიქსერით.

ტორტის  ფენები ერთმანეთზე დავალაგოთ .ფენებს შორის,გვერდებზე  წავუსვათ კრემი,მოვაყაროთ

ბისკვიტის ნაფშვენები და გახეხილი შოკოლადი.

 

ვარიაციები:

ტორტი იდეალი ჩვენ შეგვიძლია მოვამზადოთ არაჟნის კრემითაც.

კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად:200 გრამი კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე,მივუმატოთ 1

ჭიქა შაქრის პუდრა,200 გრ.არაჟანი,1 ს.კოვზი კაკაო და 1 ჩ.ჭიქა გატარებული ნიგოზი.

კრემი 1 საათით  შევდგათ მაცივარში და შემდეგ წავუსვათ ფირფიტებს.

 

 

 

 

 

 

 

Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

მინანქარი გურმე – ტორტების გასაფორმებლად

ინგრედიენტები: 300გრ.მუქი  შოკოლადი 100 უსუნო მცენარეული ზეთი 500  მოხალული თხილი თხილო მოვხალოთ და დავტეხოთ. შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში 10 წამით, დავასხათ ულუფობით

შოკოლადის კანფეტები ქლიავის ჩირით

ინგრედიენტები; შავი ქლიავი  250 გრ შოკოლადის ფილა  200 გრ     შავი ქლიავის ჩირი გავრეცხოთ და 10 წუთი ჩავალბოთ ცხელ წყალში.შემდეგ წყალი გადავწუროთ . შოკოლადი

როგორ დავხატოთ კუ

თავდაპირველად შემოვხაზოთ ბაკანის( ჯავშანი),თავისა და ფეხების კონტურები.შემდეგ კი მივახაზოთ სხვა დეტალები.

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

შესვლა პროფილში

რეგისტრაცია საიტზე