ინგრედიენტები:
1 კგ ფქვილი
350 მლ რძე
70 მლ ზეთი
1 ჩ.კოვზი საფუარი
1/2 ს.კოვზი ერბო
1ჩ.კოვზი მარილი
შიგთავსი:
60 მლ. რძე
3-4 ს.კოვზი
300-400 გრ.ფქვილი
მარილი გემოვნებით
მომზადების წესები:
მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ.ცომი მოვზილოთ თბილ რძეში და ზელვისას შევაზილოთ ზეთი და ერბო.გავაჩეროთ ნახევარი საათი,რომ ამოვიდეს.
ქვაბში მოვათავსოთ ერბო,დავუმატოთ რძე,მარილი გემოვნებით,შემოვდგათ ცეცხლზე.როცა ერბო გადნება ,ჩავამატოთ ფქვლი,გამუდმებით ვურიოთ,ფქვილი უნდა მოიხარშოს.შიგთავსი, როგორს კი შესქელდება და დუღილს დაიწყებს,ცეცხლიდან გადმოვდგათ.
ცომი დავყოთ გუნდებად.თითოეულში მოვათავსოთ შიგთავსი და გავაბრტყელოთ,როგორც ხაჭაპური ან მივცეთ რულეტის ფორმადა დავჭრათ ნაჭრებად.ქადა გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთი.
წყარო: იუთუბი ,გადაცემა გურმანია 2015 წელი
ხევსურეთში ტკბილ ქადას არ აცხობენ. გთავაზობთ, ტკბილი შიგთავსის მომზადების წესებს :
ტაფა დავდგათ საშუალო ცეცხლზე.ჩავყაროთ შაქარი,დავუმატოთ კარაქი და როგორც კი კარაქი გადნება,დავამატოთ ფქვილი.
ფქვილი მოვშუშოთ,ისე რომ მივიღოთ სქელი მასა.ბოლოს დავუმატოთ დარიჩინი,ვანილი.