figa

ლეღვის ჯემი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები:

4 კგ ლეღვი

2 კგ.შაქარი

1 ლიმონი

100 მლ.წყალი ( შეგვიძლია არ დავუმატოთ)

1 დარიჩინის ჯოხი (სურვილისამებრ)

 

მომზადების წესები:

მწიფე ლეღვი გავრეცხოთ,მოვაშოროთ ყუნწი  და ოთხ ნაწილად გავჭრათ.

ალუმინის ქვაბში ჩავაწყოთ ლეღვის ნაჭრები,დავაყაროთ შაქარი,დავასხათ წყალი,ლიმონის წვენი და ჩავდოთ დარიჩინის ჯოხი.

გაზზე დავდოთ გამანაწილებელი და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ ლეღვის 15-20 წუთი.ხის კოვზით ვურიოთ დროდადრო,რომ არ მიიკრას.

ლეღვის ჯემი გაზიდან გადმოვდგათ, ცოტა გავაგრილოთ,დარიჩინის ჯოხი ამოვიღოთ და დავაბლენდეროთ,ისევ ცეცხლზე შემოვდგათ და ვადუღოთ 20 წუთი. ჯემის სისქის მიხედვით მივხვდებით დუღილის დრო კიდევ გავზარდოთ თუ არა.

ცხელი ჯემი ჩავასხათ სტერილურ ქილებში და მოვხუფოთ.

 

 

Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

რაჭული ლობიანი ლორით

ინგრედიენტები ცომისათვის: 1 კგ.ფქვილი 500 მლ თბილი წყალი 10 გრ.საფუარი მარილი გემოვნებით ნახ. ჭიქა ზეთი ზეთი ჩასაზელად შიგთავსი: 250 გრ.ლორი 500 გრ.ლობიო მარილი,პილპილი გემოვნებით.  

მაწვნის წვნიანი

ინგრდიენტები: 500 მლ. მაწონი 300 მლ.წყალი 200 მლ. არაჟანი 3 ს.კოვზი ბრინჯი 1 თავი ხახვი 30 გრ.კარაქი 1 კვერცხი 1-2 კბილი ნიორი 7-7 ღერი კამა,ქინძი

დეკორატიული ნაწნავი – ქსოვის სახე,”უზორი”N2

დეკორატიული ნაწნავი – ქსოვის სახე,”უზორი”N2 სქემაზე აღნიშნული არის 2,4 და ასე შემდეგ წყვილი .ამ რიგებს ვქსოვთ ასე: წაღმა თვალს ამოვიყვანთ წაღმა და უკუღმა თვალს ამოვიყვანთ

როგორ დავხატოთ კუ

თავდაპირველად შემოვხაზოთ ბაკანის( ჯავშანი),თავისა და ფეხების კონტურები.შემდეგ კი მივახაზოთ სხვა დეტალები.

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია