domashnij-tomatnyj-ketchup-na-zimu

პამიდვრის საწებელი მეგრულად

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

10 კგ.პამიდორი

3 თავი ნიორი

1 ქილა ( 500 გრ.) ტომატ -პასტა

5 ს.კოვზი უცხო სუნელი

3 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

მარილი  გემოვნებით

წითელი დაფქული წიწაკა ან აჯიკა

 

პამიდვრები  გავრეცხოთ და ოთხად გავჭრათ.

პამიდვრის ნაჭრები ჩავყაროთ ალუმინის ქვაბში და მოვხარშოთ,ხის კოვზით ხშირად ვურიოთ რომ არ მიიკრას.

მოდუღებული პამიდორი გავაციოთ,გავატაროთ საცერში და წვენი შევკაზმოთ.

ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპში.

წვენს დავუმატოთ ტომატ – პასტა,გატარებული ნიორი,სუნელები,მარილი და წითელი დაფქული წიწაკა.პამიდვრის საწებელი ისევ შემოვდგათ ცეცხლზე და კარგად მოვადუღოთ და მოვხარშოთ.

პამიდვრის საწებელი ცხელ-ცხელი ჩავასხათ სტერილურ ბოთლებში ან ქილებში,ზემოდან ზეთი მოვასხათ და დავახუროთ თავსახური.

 

Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

შოკოლადის ბისკვიტი

ინგრედიენტები: 6 კვერცხი 200 გრ.ფქვილი 50 გრ.კაკაო 15 გრ.შაქარიანი ვანილი 450 გრ.შაქარი 1,5 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი   ღუმელი გავახუროთ   160-170 გრადუსზე. 24 სმ  დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ

ნამცხვარი ატამი – ბავშვობის საყვარელი გემო

ინგრედიენტები; 2 კვერცხი 200 გრ.შაქარი 60 გრ.არაჟანი 60 გრ. კარაქი 300-350 გრ.ფქვილი( გააჩნია  რა ზომისაა კვერცხი) 1/2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი   ფქვილში შევურიოთ გამაფხვიერებელი. კვერცხი და

ქსოვის სახე ”სუმბული”

ქსოვის სახე ” უზორი” – სუმბული წყვილ რიგებს ვქსოვთ ასე: უკუღმა თვლები ამოგვყავს უკუღმად. როგორ გადავხაროთ თვალი მარცხნივ ვნახოთ ვიდეოში.

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია