ინგრედიენტები:
1000 გრ.ლობიო
300-400 გრ.ღორის ან ბატკნის ხორცი
1-2 კბილი ნიორი
1-2 თავი ხახვი
1 პატარა კონა ქინძი
1 პატარა.კონა ოხრახურში
პიტნა გემოვნებით
მარილი,შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესები :
პარკი ლობიო გავრეცხოთ,4 ნაწილად გავტეხოთ და მოვხარშოთ.
ლობიოს წყალი გადავუწუროთ,გავაგრილოთ და გავწუროთ.
ღრმა ტაფაში ნაჭრებად დაჭრილი ღორის ხორცი შევწვათ ხორცი, სანამ ბოლომდე წყალს დაიშრობს, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და თავდახურულ ჭურჭელში ვშუშოთ.
კერძს შემდეგ დავუმატოთ ლობიო და გავაგრძელოთ შუშვა 5-10 წუთი.
ბოლოს ჩავამატოთ ნიორი,მარილი და წიწაკა გემოვნებით,მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და ცეცხლზე გავაჩეროთ 1-2 წუთი.მოგეწონა რეცეპტი?გთხოვთ,გაუზიაროთ მეგობრებს.
0